სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გული კიდევ უფრო ნადგურდება, როცა ეს მესმის..." - რას წერს რამაზ დავლაძე ბათუმის ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ

    "გული კიდევ უფრო ნადგურდება, როცა ეს მესმის..." - რას წერს რამაზ დავლაძე ბათუმის ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ
    6 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    2 წელი გავიდა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, 2021 წლის 8 ოქ­ტომ­ბერს, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთი სა­დარ­ბა­ზო მთლი­ა­ნად ჩა­მო­ინ­გრა, რის შე­დე­გა­დაც 9 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. მათ შო­რის რა­მაზ დავ­ლა­ძის ოჯა­ხის ოთხი წევ­რი. მან ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი, მე­უღ­ლე და ძმა და­კარ­გა.

    დავ­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

    "8 ოქ­ტომ­ბერ­მა მძი­მედ გა­ი­ჯა­ხუ­ნა კარი და სა­ზარ­ლად ჩა­მო­წო­ლილ­მა სიკ­ვდილ­მა წა­ი­ყო­ლა ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნე­ბი!


    ტკი­ვილ­თა და გან­ცდა­თა შო­რის არის ისე­თი აუხ­სნე­ლი სიმ­ძი­მის გან­ცდა-ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც შენ­ში მუდ­მი­ვად მკვიდ­რდე­ბა და აუ­ტა­ნელ გა­უ­საძ­ლი­სო­ბას გიქ­მნის ხან მე­ტად, ხან ნაკ­ლე­ბად, ერ­თი­ან­დე­ბი ამ ყვე­ლა­ფერ­თან და ამ უზარ­მა­ზა­რი მო­ნატ­რე­ბა-დარ­დით აგ­რძე­ლებ ცხოვ­რე­ბას ისე, რო­გორც გე­კად­რე­ბა და შე­გე­ფე­რე­ბა; არც ვინ­მე შე­ა­წუ­ხო და და­ღა­ლო შენი გან­ცდე­ბით და ასე­ვე, პი­რი­ქით....

    ერთ ავ­ბე­დით დღეს რომ მო­ი­ხე­დავ უკან და აღარ გყავს ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სე­ბი, ვისი სიყ­ვა­რუ­ლით და ბედ­ნი­ე­რე­ბით თით­ქოს ცა­საც კი ეხე­ბო­დი, არის შე­კი­თხვა­თა შო­რის ისე­თი კი­თხვე­ბიც, რო­მე­ლიც მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის­ნა­ი­რი ტრა­გე­დი­აა და ყო­ველ­თვის უად­გი­ლოა, მაგ დროს გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი გული კი­დევ უფრო ნად­გურ­დე­ბა როცა გეს­მის: "გა­იხ­სე­ნე ის დღე რა იყო, რო­გორ იყო და იმ დროს რას გა­ნიც­დი­დიო...

    ჩემო ძვირ­ფა­სო და კე­თი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბო, მე თქვენ მიყ­ვარ­ხართ! მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყა­ვით და ხართ; მინ­და იცო­დეთ, რომ მე და ჩემი დე­მეტ­რე ყო­ველ­თვის თქვე­ნი მად­ლი­ე­რი და მად­ლო­ბე­ლი ვართ! თქვენ­მა თა­ნად­გო­მამ ბევ­რი რამ შემ­ძი­ნა და მას­წავ­ლა, თი­თო­ე­ულ მათ­განს უამ­რავ სი­კე­თეს გი­სურ­ვებთ; იხა­რეთ და ვი­ყოთ ყო­ველ­თვის ერ­თმა­ნე­თის ერ­თგულ სა­ი­მე­დოდ! თი­თო­ელ მათ­განს ჩემი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მა!მშვი­დო­ბა ყვე­ლას!"
    - წერს რა­მაზ დავ­ლა­ძე "ფე­ის­ბუქ­ში".