სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ავტობუსს რომ არ დაეგვიანებინა, ვერ გავიცნობდიო ნანას" - რას იხსენებს გელა ჩარკვიანის შვილიშვილი

    "ავტობუსს რომ არ დაეგვიანებინა, ვერ გავიცნობდიო ნანას" - რას იხსენებს გელა ჩარკვიანის შვილიშვილი
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გელა ჩარკვიანის შვილიშვილმა და ირაკლი ჩარკვიანის ქალიშვილმა, ნანა ჩარკვიანმა გადაცემაში “ღამის პრაიმ-თაიმი” საინტერესო რამ გაიხსენა.

    “ბაბუაჩემი სულ ჰყვებოდა, მე რომ რამდენიმე წამით გამოვსულიყავი სახლიდან, ავტობუსს რომ არ დაეგვიანებინა, ვერ გავიცნობდიო ნანას.

    ეს რაღაც მაგიური, წამი წამზე დამოკიდებული ცხოვრება და პერსპექტივა ჩემთვის ძალიან მიმზიდველია.

    ბედი მუშაობს და ის საათიც, რომელიც შენ არ იცი, როგორ მუშაობს და ვინ ამუშავებს. ჩემთვის, ეს არის ცხოვრებასა და სიყვარულში ერთი სინამდვილე, რაც დაგვრჩა", - თქვა გელა ჩარკვიანის შვილიშვილმა.