სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ჰამასი მძევლების მოკვლით იმუქრება, თუ ისრაელი ღაზის სექტორზე იერიშს გაუფრთხილებლად მიიტანს

    ჰამასი მძევლების მოკვლით იმუქრება, თუ ისრაელი ღაზის სექტორზე იერიშს გაუფრთხილებლად მიიტანს
    6 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი მძევლების მოკვლით იმუქრება, თუ ისრაელი ღაზის სექტორზე იერიშს გაუფრთხილებლად მიიტანს. შესაბამისი განცხადება დაჯგუფების წარმომადგენელმა გააკეთა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Shehab-ი ავრცელებს.

    "ამ წუთიდან ნებისმიერ გაუფრთხილებელ თავდასხმას ჩვენს ხალხზე, რომელიც საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ იმყოფება, ვუპასუხებთ მძევლების მოკვლით, რომლის ტრანსლირებასაც მოვახდენთ ვიდეო და აუდიო ფორმატში", - თქვა გერე აბუ ობეიდამ.

    ***

    7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

    გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

    ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

    ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

    ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 800-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

    მათივე ცნობით, ამ დროისთვის დაშავებულია სულ მცირე 2506 ადამიანი.