სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვრცელდება მარია კალასის როლში ანჯელინა ჯოლის პირველი კადრები

    ვრცელდება მარია კალასის როლში ანჯელინა ჯოლის პირველი კადრები
    6 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჯერ კიდევ გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარია კალასის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს იღებდნენ, რომელშიც მთავარ როლს ანჯელინა ჯოლი შეასრულებდა. ფილმის, სახელად Maria-ს, გადაღებები უკვე დაიწყო, მისი რეჟისორი კი პაბლო ლარაინია. ახლახან ფილმიდან მარია კალასის როლში ანჯელინა ჯოლის ორი ფოტო გავრცელდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

    რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ფილმი Maria ცნობილი საოპერო მომღერლის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ფილმი მარია კალასის მსოფლიო აღიარებისა და ამავდროულად, მომღერლის ტრაგიკული ისტორიის შესახებაც გვიამბობს. ფილმს უკვე 8 კვირაა პარიზში, საბერძნეთში, ბუდაპეშტსა და მილანში იღებენ.

    Maria-ს სცენარი, რომლის ავტორიც სტივენ ნაითია, სცენარისტთა გილდიის გაფიცვამდე უკვე დასრულებული იყო, ამიტომ ფილმის გადაღებებიც მალევე დაიწყო. რაც შეეხება კოსტიუმებს, ფილმში ანჯელინა ჯოლის სამოსი მარია კალასის რეალური სამოსის მიხედვით არის შექმნილი. ამასთანავე, პროდიუსერმა ცხოველთა უფლებების დამცველ ჯგუფებთან კონსულტაციაც გაიარა და გადაწყვიტა, რომ ფილმის კოსტიუმები ხელოვნური ბეწვისგან დაემზადებინათ.

    ვრცელდება მარია კალასის როლში ანჯელინა ჯოლის პირველი კადრები

    „აღფრთოვანებული ვარ, რომ Maria-ს გადაღებები უკვე დავიწყეთ. ვიმედოვნებ, რომ სტივენ ნაითის შესანიშნავი სცენარის წყალობით, მსახიობებისა მუშაობითა და ანჯელინა ჯოლის ბრწყინვალე შესრულებითა და არაჩვეულებრივი მომზადებით, ფილმი მარია კალასის ღირსშესანიშნავ ცხოვრებას მთელი მსოფლიოს მაყურებელს უკეთ გააცნობს", - განაცხადა პაბლო ლარაინმა.

    Maria-ს პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.