სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ტერორისტებმა სოხუმელი ქართველი ებრაელი გოგონა მხეცურად მოკლეს... “- "ჰამასის" მორიგი სისასტიკე

    "ტერორისტებმა სოხუმელი ქართველი ებრაელი გოგონა მხეცურად მოკლეს... “- "ჰამასის" მორიგი სისასტიკე
    6 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ის­რა­ელ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ებ­რა­ის­ტი, როტ­შილ­დე­ბის ფონ­დის მკვლე­ვა­რი, ლაშა შა­ყუ­ლაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი­დევ ერთი გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

    "დღეს, 11 ოქ­ტომ­ბერს, ჩრდი­ლო­ეთ ის­რა­ელ­ში, დაკ­რძა­ლა­ვენ 25 წლის რა­ხელს, სო­ხუ­მელ ქარ­თველ ებ­რა­ელ გო­გო­ნას, რო­მე­ლიც ტე­რო­რის­ტებ­მა მხე­ცუ­რად მოკ­ლეს და მისი ფოტო ფე­ის­ბუქ­ზე ატ­ვირ­თეს...“ - წერს ლაშა.
    რო­გორც ებ­რა­ულ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა 25 წლის რა­ხე­ლი დოვი, დე­დის ერ­თა­დერ­თი შვი­ლი იყო. "ჰა­მა­სის" თავ­დას­ხმის დროს, ქვეყ­ნის სამ­ხრეთ­ში ფეს­ტი­ვალ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

    ავი­ვა კო­ენ­მა, სას­წავ­ლებ­ლის დი­რექ­ტორ­მა, სა­დაც გო­გო­ნა სწავ­ლობ­და, მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და: "ეს კა­ტას­ტრო­ფაა. რა­ხე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გო­გო­ნა იყო. მონ­დო­მე­ბუ­ლი და მომ­ღი­მა­რი, მზრუნ­ვე­ლი, კარ­გი მე­გო­ბა­რი. გო­გო­ნა, რო­მელ­საც სი­ცო­ცხლე უყ­ვარ­და, უყ­ვარ­და მხი­ა­რუ­ლე­ბა და ცეკ­ვა. ის იყო მომ­ხიბ­ვლე­ლი, ნაზი, სი­ხა­რუ­ლით სავ­სე. ის ხში­რად და­დი­ო­და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ფეს­ტი­ვალ­ზე."

    რა­ხე­ლის შე­სა­ხებ გო­გო­ნას მე­გო­ბა­რიც სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ ის მომ­ღი­მა­რი და სი­ცო­ცხლე­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო.

    "6 წლის წინ სა­ლონ­ში გა­ვი­ცა­ნით, რო­გორც ჩვე­ნი მომ­ხმა­რე­ბე­ლი. შემ­დეგ კი დავ­მე­გობ­რდით. მე და დე­და­ჩე­მი კოს­მე­ტო­ლო­გე­ბი ვართ და ის ორი­ვეს­თან და­დი­ო­და თელ-ავივ­ში 5 წლის წინ გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც სტო­მა­ტო­ლო­გად მუ­შა­ობ­და. თა­ვის პარტნი­ორ­თან და კა­ტებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

    იყო მომ­ღი­მა­რი, ქა­რიზ­მა­ტუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ცხოვ­რე­ბით ტკბო­ბა. ოპ­ტი­მის­ტი გო­გო­ნა იყო, გარ­თო­ბა სურ­და.

    "ტერორისტებმა სოხუმელი ქართველი ებრაელი გოგონა მხეცურად მოკლეს... “- "ჰამასის" მორიგი სისასტიკე


    თვე­ში ერთხელ მა­ინც მო­დი­ო­და ჩემ­თან სამ­კურ­ნა­ლოდ და პი­რად ამ­ბებს მი­ზი­ა­რებ­და. მი­თხრა რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო. მას­თან ერ­თად ტა­ი­ლან­დში თე­ბერ­ვალ­ში უნდა გაფ­რე­ნი­ლი­ყო. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მოგ­ზა­უ­რო­ბა და წვე­უ­ლე­ბებ­ზე გარ­თო­ბა.

    შა­ბათს ვე­ძებ­დი მას და მის პარტნი­ორს, მაგ­რამ ტე­ლე­ფონ­ზე არ მი­პა­სუ­ხეს. ვცა­დე მის მე­გობ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბა, რომ გა­მერ­კვია რა და­ე­მარ­თა. ბო­ლოს ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში ბეჭ­დე­ბით ვი­ცა­ნი. მე­გობ­რებ­მა მი­თხრეს, რომ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო. მამა 10 წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა და მე­გო­ნა, მისი პი­რა­დი ან­გე­ლო­ზი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ბო­ლოს თა­ვის­თან წა­იყ­ვა­ნა", - იხ­სე­ნებს გო­გო­ნას მე­გო­ბა­რი.

    რა­ხე­ლის მამა, იო­სეფ (სოსო) დოვი, 10 წლის წინ შემ­თხვე­ვი­თი გას­რო­ლის შე­დე­გად მოკ­ლეს.