სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • გაფრთხილება - „არ დაუშვათ შეცდომები“ - ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი დღეების მიხედვით

    გაფრთხილება - „არ დაუშვათ შეცდომები“ - ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი დღეების მიხედვით
    6 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    12 ოქტომბრამდე პლანეტების უმეტესობა თქვენი წარსულის, დასრულების, შიშების სახლშია და ეცადეთ, იყოთ ფრთხილი, დაკვირვებული და მოიცილოთ ყველაფერი, რაც წარმატებაში გიშლით ხელს. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, მოასვენეთ თქვენი შინაგანი სამყარო, დაუთმეთ დრო სულიერ პრაქტიკებს, ბუნებაში გასეირნებას, სილამაზით ტკბობას, არტ-თერაპიას. შეიძლება დასრულდეს პროექტი, რომელზეც მუშაობდით ან დაშორდეთ ადამიანს, რომელმაც ამოწურა თავისი თავი თქვენს ცხოვრებაში. ერთი სიტყვით, ეს პერიოდი არის საზღვარი — წარსულსა და მომავალს შორის და ეცადეთ, მომავალში ძველი კუდების, ტვირთის გარეშე გადახვიდეთ. 23 ოქტომბერს მზე თქვენს ნიშანში გადმოვა, დაგეწყებათ პირადი ახალი წელი და ამ დღიდან უნდა დაიწყოთ ახალი ცხოვრება; წარსულზე გაკიდება კარგს არაფერს მოგიტანთ.

    8-12 ოქტომბრის პერიოდი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. ამ დღეს რამდენიმე პლანეტა უსიამოვნო ასპექტს ქმნის ერთმანეთთან. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული. მოიმატებს პრობლემებური სიტუაციების ალბათობა პირად და საქმიან ურთიერთობაში, დაპირისპირება გარშემო მყოფებთან. ილუზიებს აყოლილი ნუ მიიღებთ საბედისწერო გადაწყვეტილებებს. ფრთხილად ფეთქებად და აალებად ნივთიერებებთან და ნურც თავად დაასხამთ ცეცხლზე ნავთს. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას, რაც დაგაზარალებთ, შეგილახავთ რეპუტაციას ან გაგიფუჭებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. თუ ადამიანი ბევრს გაქებთ, კომპლიმენტებით გავსებთ, მას თქვენგან რაღაც უნდა, ნუ გახდებით მანიპულატორის მსხვერპლი.

    12 ოქტომბერი — მარსი თქვენს ნიშანში, მორიელში გადმოვა. ენერგია და ვნება მოგემატებათ და აგრესიულობაც. ამიტომ იყავით აქტიური, მაგრამ არ დაუშვათ შეცდომები. იყავით კონცენტრირებული, მომართული წინსვლაზე, გამარჯვებაზე, მაგრამ არ გაანადგუროთ სხვა.

    14 ოქტომბერი — მზის დაბნელება სასწორის ნიშანში მოხდება თქვენი შიშების, ფარული მტრების სახლში. უნდა დაფიქრდეთ, უნდა შეაჯამოთ ყველაფერი, რაც ხდება თქვენს ცხოვრებაში. მოიცილეთ ის, რაც არ გჭირდებათ (იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან). ცვლილება გელოდებათ საცხოვრებელთან, მეუღლის კარიერასთან დაკავშირებით. მშვიდად მიიღეთ ცვლილებები, არ აფეთქდეთ.

    22 ოქტომბერი — მერკური გადამოდის მორიელში, თქვენს ნიშანში, მოგეცემათ თქვენი იდეების, გულისთქმის გამოხატვის შესაძლებლობა. დაიწყეთ მოლაპარაკებები, შეხვედრები. არაა გამორიცხული, გამოჩნდნენ ახალი ადამიანები თქვენს ცხოვრებაში, გაგიჩნდეთ ახალი გეგმა, ცხოვრების მიზანი. გაიღება ბევრი ახალი კარი თქვენს ცხოვრებაში და გონივრულად უნდა გადაწყვიტოთ, რომელი უნდა შეაღოთ.

    22 ოქტომბერი — ვენერა-იუპიტერის მეგობრული ასპექტი მოგიტანთ წარმატებას და ბედნიერებას, ფულს და პოპულარობას. მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომ გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება, საქმიანობა. გელოდებათ სასიამოვნო ცვლილებები მეგობრების წრეში. არაა გამორიცხული, სხვანაირად შეხედოთ მეგობარს და დაიწყოთ მასთან რომანტიკული ურთიერთობა ან მეგობრებისგან გაიცნოთ საინტერესო ადამიანი.

    28 ოქტომბერი — მთვარის დაბნელება გველოდება კუროში. უნდა გაგახაროთ, რომ კურო-მორიელის ღერძზე ეს ბოლო დაბნელებაა. თუ მუდამ უსიამოვნება და დაპირისპირება გქონდათ საყვარელ ადამიანთან ან საქმიან პარტნიორთან ეს დრო დასრულდა. ახლა უნდა შეაჯამოთ ყველაფერი, გამოიტანოთ დასკვნა და მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება.

    31 ოქტომბერი — ვენერა-ურანის მეგობრული კავშირი მოგიტანთ იმას, რაზეც ოცნებობდით. შეძლებთ თქვენი თავის რეალიზებას, იდეების განხორციელებას, საკუთარი პირადი ცხოვრების სამიგინალურად (ორიგინალურად) აღარ დაგაკმაყოფილებთ გაუმჯობესებას. შეიძლება მოულოდნელად გამოჩნდეს ადამიანი, რომელთანაც ან დაწყვილდებით, ან ერთად განახორციელებთ ორიგინალურ იდეებს.