სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ,,დედამისი მეუბნებოდა, რომ 18 წლის იყო... ვნანობ, მაგრამ არ ვაღიარებ განზრახ მკვლელობას…"- რას ამბობს მკვლელობაში ბრალდებული

    ,,დედამისი მეუბნებოდა, რომ 18 წლის იყო... ვნანობ, მაგრამ არ ვაღიარებ განზრახ მკვლელობას…"- რას ამბობს მკვლელობაში ბრალდებული
    6 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    27 წლის ალიმ ასლანოვის მტკიცებით, 14 წლის "ცოლი" განზრახ არ მოუკლავს.

    მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოზე თქვა, რომ იარაღი პნევმატური ეგონა.

    ,,ვნანობ, მაგრამ განზრახ არ ყოფილა… არ ვაღიარებ განზრახ მკვლელობას. იარაღთან შეხება არ მქონია. მეგონა, მხოლოდ ჭრილობას მივაყენებდი და როცა სისხლი დავინახე, შემეშინდა და გავიქეცი. მეგონა, პნევმატიკური იყო და მხოლოდ ხმას გამოსცემდა. იარაღის ტარებაც კი არ ვიცი. არასდროს მქონია ის…

    მე არ ვიცოდი, რომ ის მოვკალი. დაკავების დროს გავიგე მამაჩემისგან… მე არ მყავდა არასრულწლოვანი ცოლად. დედამისი მეუბნებოდა, რომ ის 18 წლის იყო", - თქვა ალიმ ასლანოვმა სასამართლოში.