სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მორიგი ტრანსფერი "ნაპოლიში" - კვარაცხელიას ძალიან ძლიერი თანაგუნდელი ეყოლება

    მორიგი ტრანსფერი "ნაპოლიში" - კვარაცხელიას ძალიან ძლიერი თანაგუნდელი ეყოლება
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გუნდი "ნაპოლია". გუნდმა უფასოდ დაკარგა ლორენცო ინსინიე, დრის მერტენსი, ხოლო კალიდუ კულიბალი, რომლის შენარჩუნებაზეც პრეზიდენტი აურელიანო დე ლაურენტისი თავს დებდა, 40 მილიონ ევროდ "ჩელსიში" გაყიდა. ამ ფეხბურთელების სანაცვლოდ კი დაიმატეს: მატიას ოლივეირა "ხეტაფედან", ლეო ოსტიგარდი "ბრაიტონიდან" და, რაც მთავარია, ხვიჩა კვარაცხელია "დინამო ბათუმიდან".

    მაგრამ ასეთი დანაკლისის შევსება მხოლოდ 3 ფეხბურთელით საკმარისი არ არის და "ნაპოლი" კიდევ განახორციელებს ტრანსფერებს.

    საუბარია "ვერონას" არგენტინელ თავდამსხმელზე, ჯოვანი სიმეონეზე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მასთან ნეაპოლიტანელებმა პირადი კონტრაქტიც შეათანხმეს. ერთადერთი, რაც ახლა "ნაპოლის" დარჩენია, "ვერონასთან" მორიგებაა. "ნაპოლის" სურს, რომ ჯოვანი ჯერ იჯარით დაიმატონ, შემდეგ კი გამოისყიდონ.