იფათ ზაილერი ოცნებობს, რომ დრო უკან დაბრუნდეს... იმ დღეს, სანამ ომი დაიწყებოდა თელ ავივის მოსახლეობა ბედნიერი იყო... შემდეგ შაბათი დადგა და მშვიდი რეალობა ქაოტურ ჯოჯოხეთად იქცა.
იფათი ცდილობდა დაკავშირებოდა მის ახლობებს, უგზავნიდა ტექსტურ შეტყობინებებს, თუმცა დილის 9 საათის შემდეგ მას მესიჯი უკან აღარ დაბრუნებია...
მას სჯერა, რომ მისი ექვსივე ოჯახის წევრი ღაზაშია, მაგრამ არ იცის ცოცხლები არიან თუ არა... ვიდეო, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, სადაც ქალს ორი ბავშვით ''ჰამასის'' წევრი ხელით მიათრევს, სწორედ იფათ ზაილერის ბიძაშვილის ცოლი და მცირეწლოვანი ბიძაშვილები არიან.
''არ ვიცი ბავშვი თუ იყო ნაჭამი, არც ის ვიცი პამპერსი ჰქონდა თუ არა, არაფერი არ ვიცი..., მაპატიეთ ემოციურობისთვის, უბრალოდ მინდა, რომ თვალები დავხუჭო და ყოველივე ეს საშინელი სიზმარი იყოს. '' - ამბობს ის CNN-თან ინტერვიუში.