სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • კრიშტიანუ რონალდუს ირანი 99 როზგით ემუქრება- დეტალურად

    კრიშტიანუ რონალდუს ირანი 99 როზგით ემუქრება- დეტალურად
    6 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს "მრუ­შო­ბის ბრალ­დე­ბის­თვის", 99-ჯერ გა­როზგ­ვა ემუქ­რე­ბა. ფეხ­ბურ­თე­ლის სას­ჯე­ლი მას შემ­დეგ გა­და­წყდა, რაც ის ირან­ში ფო­ტოს გა­და­ღე­ბი­სას ქალს ჩა­ე­ხუ­ტა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ქვეყ­ნის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

    კრიშტიანუ რონალდუს ირანი 99 როზგით ემუქრება- დეტალურად


    ირა­ნუ­ლი მე­დი­ის, Mundo Deportivo-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში ად­ვო­კატ­თა დიდ­მა ნა­წილ­მა "ალ-ნას­რის" ვარ­სკვლა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნა. რო­ნალ­დუ ირა­ნის დე­და­ქა­ლაქს, თე­ი­რანს სა­ფეხ­ბურ­თო გუნდთან ერ­თად სექ­ტემ­ბერ­ში ეწ­ვია, რათა აზი­ის ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მატჩში მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. იქ ყოფ­ნი­სას პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ირა­ნელ მხატ­ვარს, ფა­ტი­მა ჰა­მიმს შეხ­ვდა, რო­მელ­საც სურ­და, რო­ნალ­დუს­თვის თა­ვი­სი ნა­მუ­შე­ვა­რი ეჩუ­ქე­ბი­ნა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, რო­ნალ­დუმ მხატ­ვარს ლო­ყა­ზე აკო­ცა და ავ­ტოგ­რა­ფი­ა­ნი მა­ი­სუ­რი აჩუ­ქა, შემ­დეგ კი მას­თან ჩა­ხუ­ტე­ბულ­მა ფო­ტოც გა­და­ი­ღო. სწო­რედ ამ უკა­ნას­კნელს მოჰ­ყვა ირა­ნე­ლი ად­ვო­კა­ტე­ბის აღ­შფო­თე­ბა.

    ირა­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, ქა­ლის შე­ხე­ბა მრუ­შო­ბის ექ­ვი­ვა­ლენ­ტია.


    გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჰა­მი­მი 85%-ით პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია და ფეხ­ბურ­თე­ლის უდი­დე­სი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია.
    ირა­ნის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მამ სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა და რო­ნალ­დუს ირან­ში მომ­დევ­ნო ვი­ზი­ტის შემ­თხვე­ვა­ში, მას 99 როზ­გი ელის. თუმ­ცა, რო­გორც Marca იტყო­ბი­ნე­ბა, მო­სა­მარ­თლემ შე­საძ­ლოა, აპა­ტი­ოს მას სას­ჯე­ლი, თუ "საქ­ცი­ე­ლი არ არის დას­ჯა­დი, ან რო­ნალ­დუ სი­ნა­ნულს გა­მო­ხა­ტავს".