სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 14 ოქტომბერს სასწორის ნიშანში ახალი მთვარეა - რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს, რომ უსიამოვნებები თავიდან აირიდოთ

    14 ოქტომბერს სასწორის ნიშანში ახალი მთვარეა - რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს, რომ უსიამოვნებები თავიდან აირიდოთ
    6 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    როდესაც ახალი მთვარის პერიოდია, როგორც წესი, თითოეული ჩვენგანი მომატებულ ემოციურობას, შფოთვას, უენერგიობას გრძნობს და გაღიზიანებულია. ამის გამო, კომუნიკაციაც რთულდება და შესაძლოა, კონფლიქტების რისკი გაიზარდოს. კონცენტრაცია გვიჭირს და გუნება-განწყობილებაც გვიქვეითდება.

    მეორე მხრივ, ახალი მთვარის პერიოდი შესანიშნავი დროა, რომ საკუთარ ფიქრებს, ემოციებს კიდევ ერთხელ ჩავუღრმავდეთ. დავფიქრდეთ ჩვენს შიშებზე, იმაზე, თუ რა გვიშლის ხელს წარმატებასა და ბედნიერებაში. დავგეგმოთ ცვლილებები და განახლებული ძალებით, შემართებითა და მოტივაციით განვაგრძოთ მიზნებისკენ სვლა.

    ამჯერად, ახალი მთვარე სასწორის ნიშანში იქნება. შესაძლოა, ერთგვარი გაურკვევლობა ვიგრძნოთ და გადაწყვეტილების მიღება გაგვიჭირდეს. ამის გამო კი, არსებობს რისკი, რომ სხვების მოსაზრებებს უპირობოდ დავეთანხმოთ. ამიტომაც, თუკი ამ დღეს რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას, მოლაპარაკებას, კონტრაქტის გაფორმებას, გადაწყვეტილებას გეგმავთ, ასტროლოგები გირჩევენ, რომ სხვა დღისთვის გადაიტანოთ.

    რა არ არის რეკომენდებული 14 ოქტომბერს

    მნიშვნელოვანი ბიზნესის წამოწყება და გადაწყვეტილების მიღება
    სესხის აღება
    ჯგუფური პროექტების აღება
    ზედმეტად ფიზიკური აქტივობებით დატვირთვა
    ახალი კონტრაქტების გაფორმება
    რისი გაკეთებაა რეკომენდებული 14 ოქტომბერს

    სტრატეგიების დაგეგმვა და სამომავლო გეგმების შედგენა
    ახალი, ლამაზი ნივთების შეძენა
    ბუნებაში დასვენება
    სახლის საფუძვლიანად დასუფთავება - ითვლება, რომ ამ გზით, ახალი მთვარის დროს, სახლში ახალ ენერგიას
    შემოუშვებთ და ძველ, უარყოფით ემოციებს დაემშვიდობებით.
    წყარო: