სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ცნობილია „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი უცხოელების სია

    ცნობილია „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი უცხოელების სია
    6 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საინფორმაციო სააგენტომ AFP „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი უცხოელების სია შეადგინა. ამის შესახებ BBC წერს.

    გამოცემის ინფორმაციით, სიაში ასევე არიან მძევლად აყვანილი ან დაკარგული ადამიანები. სია შესაბამისი სახელმწიფოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით არის შედგენილი.

    აშშ: 27 გარდაცვლილი

    ტაილანდი: 24 გარდაცვლილი

    საფრანგეთი: 15 გარდაცვლილი

    ნეპალი: 10 გარდაცვლილი

    არგენტინა: 7 გარდაცვლილი

    უკრაინა: 7 გარდაცვლილი

    რუსეთი: 4 გარდაცვლილი

    დიდი ბრიტანეთი: 4 გარდაცვლილი

    ჩილე: 4 გარდაცვლილი

    ავსტრია: 3 გარდაცვლილი

    ბელარუსი: 3 გარდაცვლილი

    კანადა: 3 გარდაცვლილი

    ჩინეთი: 3 გარდაცვლილი

    ფილიპინები: 3 გარდაცვლილი

    ბრაზილია: 3 გარდაცვლილი

    პერუ: 2 გარდაცვლილი

    რუმინეთი: 2 გარდაცვლილი

    ავსტრალია, აზერბაიჯანი, კამბოჯა, ირლანდია, პორტუგალია, ესპანეთი, შვეიცარია, კოლუმბია, პარაგვაი: 1 გარდაცვლილი

    გერმანია, მექსიკა: რამდენიმე მძევლად აყვანილი

    იტალია, პარაგვაია, შრი ლანკა, ტანზანია: რამდენიმე დაკარგული.

    სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.