სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ნახეთ რა მიმართვას ავრცელებს ისრაელის თავდაცვის ძალები

    ნახეთ რა მიმართვას ავრცელებს ისრაელის თავდაცვის ძალები
    6 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ამბობენ, რომ ღაზას მოსახლეობა საევაკუაციო დერეფნების გამოყენებით ჩრდილოეთ ზოლის დატოვებას დღეს, ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეძლებს.

    "თუ თქვენ საკუთარ თავსა და თქვენს ახლობლებზე ზრუნავთ, წადით სამხრეთის მიმართულებით, ინსტრუქციის მიხედვით. დარწმუნებულნი იყავით, რომ "ჰამასის" ლიდერებმა უკვე იზრუნეს საკუთარ თავებზე და საჰაერო თავდასხმებს ემალებოდნენ," - მოუწოდებს IDF ღაზის მოსახლეობას და აღნიშნულ ინფორმაციას არაბულად აქვეყნებს.


    შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

    სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.