სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ნახეთ, იმ ადამიანების დაბადების თარიღები, რომელთა ცხოვრებაც 2024 წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

    ნახეთ, იმ ადამიანების დაბადების თარიღები, რომელთა ცხოვრებაც 2024 წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება
    6 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნელ-ნელა ახალი წელიც გვიახლოვდება და ალბათ, ამ მოვლენას უკეთესი მომავლისა და სიახლეების სურვილით ველით. როგორც ცნობილია, მთვარე ადამიანზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს, განსაზღვრავს მის ემოციებს, ენერგიას, შრომისუნარიანობასა და თავდაჯერებულობას. ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი კი, როცა განახლების, ტრანსფორმაციისა და გაუმჯობესების ეტაპი დგება, სწორედ ახალ მთვარეს ემთხვევა. ასტროლოგიაში ითვლება, რომ კონკრეტულ წელს, თუკი ადამიანის დაბადების თარიღი ახალი მთვარის თარიღს ემთხვევა, მაშინ მას განსაკუთრებული წარმატება და იღბალი ელის.

    2024 წელს 13 ახალი მთვარე გვექნება. მთვარე, რა თქმა უნდა, გავლენას ყველა ადამიანზე მოახდენს, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, თუკი ჩვენი დაბადების თარიღი ახალი მთვარის თარიღს, ახალ მთვარემდე ერთ დღესა და ახალი მთვარის შემდეგ დღეს ემთხვევა, ითვლება, რომ ჩვენთვის ის წელი ყველაზე იღბლიანია, ბევრ ახალ შესაძლებლობას მოგვცემს და წარმატების გაცილებით მეტი შანსი გვექნება.

    2024 წელს ქვემოთ ჩამოთვლილი თარიღები უნდა გავითვალისწინოთ. თუკი დაბადების დღე ჩამოთვლილთაგან რომელიმე დღეს გაქვთ, ასტროლოგების თქმით, 2024 წელი თქვენთვის განსაკუთრებით იღბლიანი და წარმატებული იქნება:

    2024 წლის იანვარი

    10, 11, 12

    2024 წლის თებერვალი

    8, 9, 10

    2024 წლის მარტი

    9, 10, 11

    2024 წლის მაისი

    7, 8, 9

    2024 წლის ივნისი

    5, 6, 7

    2024 წლის ივლისი

    4, 5, 6

    2024 წლის აგვისტო

    3, 4, 5