სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია - დასტური საკონსტიტუციო სასამრთლოსგან

    ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია - დასტური საკონსტიტუციო სასამრთლოსგან
    6 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.

    "საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 აგვისტოს, პირველ სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის განაწესი.

    სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის მიზნებისთვის. დასკვნა ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან, საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. დასკვნას დაერთოს მოსამართლეების, ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი. დასკვნის ასლი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს. დასკვნა დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს. დასკვნას ხელს აწერს პლენუმის სრული შემადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა წევრი," - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ.

    "ქართული ოცნება" პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში, ევროპაში მთავრობის ნებართვის გარეშე განხორციელებული ვიზიტების გამო ედავებოდა.