სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ,,ჩემი დუმილის დრო დასრულდა" -რა მიმართვას ავრცელებს პრეზიდენტი

    ,,ჩემი დუმილის დრო დასრულდა" -რა მიმართვას ავრცელებს პრეზიდენტი
    6 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ,,ჩემი დუმილის დრო დასრულდა", - საქართველოს პრეზიდენტმა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პირველი განცხადება გააკეთა.

    როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის საზიანოა.

    ,,ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელიც უნდა რცხვენოდეს. ყველა მოსამართლეს, რომელმაც ხელი მოაწერა, უნდა რცხვენოდეს. ერთადერთი, სამმა ადამიანმა გადაარჩინა თავიანთი თავის რეპუტაცია, ვიდრე საკონსტიტუციოსი.

    ეს ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი ზიანის მიყენება, იმ დროს, როდესაც ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი უკვე არის ასეთი დამახინჯებული და აღარ დარჩა დამოუკიდებლობის დამცველი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში - გარდა ერთი, პრეზიდენტისა.

    ამიტომ, მინდა გაგამხნეოთ და გითხრათ, მე არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, ვარ მთელი ცხოვრება, რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი და ქუჩაში ვიდექი ამ ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. დღეს, ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალი, ან სცადეს და ასევე, დემოკრატიაც. ქვეყანა, სადაც არანაირი ბალანსი არ არსებობს სხვადასხვა შტოს შორის, ის ქვეყანა ვერ ჩაითვლება, როგორც დემოკრატიული ქვეყანა. ეს არის "ოცნების" მცდელობა, თუმცა "ოცნების" ოცნების დრო დამთავრდა. მათ ოცნებებს არ გავამართლებ და არსად არ წავალ. თვითონ იფიქრონ მერე, რომელი სალომე ზურაბიშვილი სჯობდა მათთვის - ეს მე არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს, სად გამოვადგები ამ ქვეყანას უფრო - ან როგორც თავისუფალი პოლიტიკოსი, ან როგორც პრეზიდენტი, რომელიც გააგრძელებს თავის მანდატს. ამას გვეტყვის ახლო მომავალი, როგორ იქნება და რა იქნება, მაგრამ თქვენ მინდა, გითხრათ, რომ ერთად, რადგანაც ვიცი და მჯერა, რომ მთელი საზოგადოება ამ ევროპულ გზაზე არის გაერთიანებული, ჩვენ ერთად მივაღწევთ ამ შედეგს, პირველ შედეგს ამ წლის ბოლოს, რაც არ უნდა ხელს უშლიდნენ შიგნიდან ვიღაცები, და მომავალი წლის ბოლოს უკვე შემდეგი ეტაპი. წელიწადი გვაქვს წინ, წელიწად-ნახევარი და ამ ყველაფერს მივაღწევთ. მივაღწევთ ასევე თავისუფალ არჩევნებს. ნურავინ დაკარგავს იმედს. ჩვენ ყველაფერს შევძლებთ ერთად. ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

    მისივე თქმით, აპირებს, იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას პარლამენტში მივიდეს.

    ,,პარლამენტშიც მივალ და სხვათა შორის, იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ მჭირდება მხარდასაჭერად. ახლა ყველას გადასაწყვეტი არის, ვერავის ვერაფერს ვუკარნახებ, მაგრამ მინდა, ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ, სურათი დადგეს ძლიერი, გარეთ დადგნენ, დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ. შიგნით მე ვიქნები, გამოვალ თუ სიტყვა მომცეს. თუ არა, გამოვალ ისედაც და ყველაფერს ვიტყვი, რაც არის სათქმელი. ამიტომ ამ მხარდაჭერისთვის, რასაც ვგრძნობ, ვიცი, რომ არსებობს ქვეყანაში, დიდი მადლობა და ერთად ვიბრძოლოთ ბოლომდე“, – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.