სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მალე იმპიჩმენტის კენჭისყრა გაიმართება - თარიღი დღეს გახდება ცნობილი

    მალე იმპიჩმენტის კენჭისყრა გაიმართება - თარიღი დღეს გახდება ცნობილი
    6 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პარლამენტსი მალე იმპიჩმენტის კენჭისყრა გაიმართება. დღეს გახდება თარიღი ცნობილი.

    ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს მხარს არ დაუჭერს. მხარს კი უმრავლესობის 84 და ევროპელი სოციალისტების 4 დეპუტატი უჭერს.

    „ნაციონალური მოძრაობა“ კი დარბაზში შესვლას არ გეგმავს. პარტია ამისკენ მოუწოდებს კოლეგებსაც. თუმცა, ოპოზიციური პარტიების ნაწილი დარბაზში შესვლაზე უარს არ ამბობს. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტში იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმა მოგროვდება, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი იქნება, ვისაც ვადის ამოწურვამდე იმპიჩმენტის წესით გადააყენებენ.