სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ისრაელში მიმდინარე მოვლენები ძალიან რთული გამოწვევაა, რომელსაც მსოფლიოსთვის დიდი გავლენა ექნება- ირაკლი ღარიბაშვილი

    ისრაელში მიმდინარე მოვლენები ძალიან რთული გამოწვევაა, რომელსაც მსოფლიოსთვის დიდი გავლენა ექნება- ირაკლი ღარიბაშვილი
    6 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დღეს ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა და სტაბილურობა. ხედავთ რა ხდება მსოფლიოში, ურთულესი მდგომარეობაა. უკრაინა, ახლა ისრაელი. ისრაელში მიმდინარე მოვლენები არის ძალიან რთული გამოწვევა, ამას მსოფლიოსთვის დიდი გავლენა ექნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

    „ჩვენ მთავარი ყურადღება უნდა მივმართოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნებაზე, სტაბილურობის განმტკიცებასა და კეთილდღეობაზე. ეს სჭირდება ჩვენს ხალხს“, - აღნიშნა პრემიერმა.

    სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.