სამწუხაროდ ბრაზილიაში 27 წლის ქალი გარდაიცვალა რადგან შეჭამა შოკოლადი, რომელიც მკითხავმა აჩუქა. მანამდე კი უთხრა, რომ მალე მოკვდებოდა. ახალგაზრდა ქალი სეირნობის დროს მოხუცმა ქალმა გააჩერა, და ჰკითხა, აინტერესებდა თუ არა გაეგო რა ელოდებოდა უახლოეს მომავალში, რაზეც ახალგაზრდა დაეთანხმა. მოხუცმა უთხრა, რომ რამდენიმე დღის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. მკითხავმა პინტოს შეფუთული შოკოლადი მისცა. ქალმა გზა გააგრძელა, მალევე შოკოლადის ფილა გახსნა და შეჭამა.
„რადგან შოკოლადი შეფუთული იყო, მას აზრადაც არ მოსვლია, რომ ის შეიძლება რაიმე საფრთხის შემცველი ყოფილიყო“ - განუცხადა მოგვიანებით პინტოს ბიძაშვილმა ბიანკა კრისტინამ ბრაზილიურ საინფორმაციო გამოშვებას Globo News. მისივე ნათქვამის მიხედვით, გოგონა მშიერი იყო, არც კი დაფიქრებულა ისე გადაწყვიტა მკითხავის მიერ მიწოდებული შოკოლადი ეჭამა.
შოკოლადის ჭამიდან რამდენიმე საათში პინტოს მუცლის ტკივილი დაეწყო, დაუქვეითდა მხედველობა და დაეწყო ღებინება. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ცხედრის ექსპერტიზამ აჩვენა, რომ პინტოს სხეულში მომწამვლელი ქიმიკატები იყო. პოლიცია ამ დრომდე ეძებს მკითხავს, რომელმაც ახალგაზრდა ქალს შოკოლადი მიაწოდა. პინტოს ოჯახი გაოგნებულია მომხდარით, მათ არ აქვთ პასუხი კითხვაზე, ვის უნდა მოეკლა 27 წლის ქალი, რომელსაც მათივე თქმით, მტრები არ ჰყავდა.
პინტოს სიკვდილამდე სულ რაღაც რამდენიმე თვით ადრე, ბრაზილიაში კიდევ ერთი ქალი გარდაიცვალა მოწამლული შოკოლადის ჭამის შემდეგ.