სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „დედა დარიასთან მოულოდნელი შეხვედრა, უთუოდ, ნიშანი იყო..." - რატომ იტირა გია ჯაჯანიძემ მონაზონთან შეხვედრისას

    „დედა დარიასთან მოულოდნელი შეხვედრა, უთუოდ, ნიშანი იყო..." - რატომ იტირა გია ჯაჯანიძემ მონაზონთან შეხვედრისას
    6 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე 15 ოქტტომბერს ყოველთვიის ნიუ-იორკშია, იმისთვის, რომ იქ ქართველი ემიგრანტების მიერ გამართულ თბილისობას მათთან ერთად შეხვდეს. აი რა ისტორია გადახდა მას ამ წელს.

    "ყოველ წელს ვსტუმრობ ნიუ იორკს, სადაც ემიგრანტები 15 ოქტომბერს თბილისობას აღნიშნავენ და მეპატიჟებიან. ამჯერად, წინა დღეს, 14-ში, პენსილვანიაში, პოკონოში დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერში ქართველებმა აღნიშნეს სვეტიცხოვლობა. მივედი და შევხვდი ემიგრანტებს. იქ შევნიშნე დედაო, რომელიც მიღიმოდა; მეც ვუღიმოდი... ღონისძიების შემდეგ მოვიდა და გამეცნო. მითხრა, მეც ჭიათურელი ვარო. ვაიმეე... ჩემი მშობლიური კუთხე რომ მიხსენა, უცებ გავაანალიზე, ამ სიშორეზეა წამოსული და მსახურობს... ცრემლებმა ლამის დამახრჩო.

    მომიყვა, როგორ ცხოვრობდა ჭიათურაში, როგორ გადაწყვიტა თავი მიეძღვნა ღმერთისთვის. და აგერ უკვე 30 წელია მონაზონია. მსახურობდა სხვადასხვა მონასტერში, მათ შორის, სამთავროს დედათა მონასტერში. ახლა ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში, დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერში მსახურობს.

    თბილი, საყვარელი ადამიანია; თავისი ხელით მოქსოვილი სამაჯური მაჩუქა. დამლოცა. ვიდექით და ერთად ვტიროდით...

    ჩვენ, ერში, ვერ ვხვდებით, ვერ ვიგებთ თუ რატომ ირჩევენ უფლის გზას ადამიანები.

    აი, ასე ვიპოვე ოკეანის გადაღმა დედა დარია..." - ყვება გია ჯაჯანიძე.

    "რომ წამოვედი, ვფიქრობდი და მთელი გზა ცრემლებს ვერ ვიკავებდი... ეს უთუოდ რაღაც ნიშანი იყო. მეგობრებიც ვნახე ამერიკაში, კლასელებიც, მაგრამ დედა დარიასთან მოულოდნელი შეხვედრა მართლა უცნაური იყო; ვიგრძენი, რომ რაღაც ნიშანი მომეცა. ახლა ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ ნიშნის შესახებ არაერთხელ მიფიქრია. ამ თემაზე საჯაროდ საუბარი არ მინდა. მიჭირს... საერთოდ, ღია ადამიანი ვარ, მაგრამ სულიერებაზე საუბარი მიჭირს და არასოდეს ამ მეტად ინტიმურ თემაზე საჯაროდ არ ვსაუბრობ. თუმცა ისევ და ისევ აღვნიშნავ, რომ ამ მონაზონთან შეხვედრა ნამდვილად ნიშანი იყო..." - თქვა მან.

    „დედა დარიასთან მოულოდნელი შეხვედრა, უთუოდ, ნიშანი იყო..." - რატომ იტირა გია ჯაჯანიძემ მონაზონთან შეხვედრისას