სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO:"ჯერ მკაცრი მშობლები..მერე ეჭვიანი ქმარი..ქალისთვის ცხოვრება განაჩენია?" - ნუკი კოშკელიშვილის პოსტა საზოგადოება აალაპარაკა

    VIDEO:"ჯერ მკაცრი მშობლები..მერე ეჭვიანი ქმარი..ქალისთვის ცხოვრება განაჩენია?" - ნუკი კოშკელიშვილის პოსტა საზოგადოება აალაპარაკა
    6 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „ჯერ მკაცრი მშობლები, მერე თხოვდები და ეჭვიანი ქმარი, მერე ბავშვი და ქმარი აღარც ეჭვიანობს, იმიტომ რომ მუდამ დაღლილი და გათიშული ხარ.. ის უკვე სხვაზე ეჭვიანობს.. ანუ რა გამოდის, ქალისთვის ცხოვრება განაჩენია? არა, არა იმიტომ არა რომ რამე ცუდს ვხედავ ოჯახურ ცხოვრებაში. მაგრამ არჩევანის უფლება და რაც მთავარია თავისუფლება უნდა ჰქონდეს ყველას, ქალსაც და კაცსაც. ანუ ოჯახი განაჩენი არაა? არა თუ გყავს გვერდში პარტნიორი თანამეგზური, ადამიანი, რომელიც გიღებს ისეთს როგორიც ხარ, არ გიწევს ტყუილი და შელამაზება რომ კონფლიქტს აარიდო თავი. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ იცოცხლეთ, მთელი გულით, ისუნთქეთ ღრმად! არავის მისცეთ უფლება რამეში შეგზღუდოთ, იბრძოლეთ თქვენი ოცნებებისთვის და არ დათმოთ, არავისთვის არ დათმოთ საკუთარი თავი..

    ვკვდებით ერთხელ და ვცხოვრობთ ყოველ დღე. “, – აი რა მიმართვას ავრცელებს ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში.