სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რჩევები-როგორია 22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    რჩევები-როგორია 22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
    6 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვერძი

    დაისვენეთ, განიტვირთეთ მეგობრებთან ერთად, აღიდგინეთ ძალები. დაისახეთ სამომავლო მიზნები.

    კურო

    თქვენი განწყობითა და ენერგეტიკით მარტივად დაალაგებთ სასიყვარულო ურთიერთობებს, მათ, ვისაც მეწყვილე არ გყავთ იაქტიურეთ, შესაფერისი დროა ამისთვის.

    ტყუპები

    იზრუნეთ ენერგოტონუსისა და განწყობის ამაღლებაზე. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ნებისმიერ საჭირო სიტუაციაში, შეგიძლიათ, გქონდეთ თანამოაზრეებისა და მეგობრების მხარდაჭერის იმედი.

    კირჩხიბი

    მიჰყევით დღის ჩვეულ საქმეებს, მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე. საღამოს, შესაძლოა, მცირე სიურპრიზმა გაგახაროთ.

    ლომი

    შეიქმენით ამაღლებული განწყობა, თქვენი შინაგანი მუხტი სხვებისთვის დიდი მოტივაციის მომტანი იქნება. შესაძლოა, მოხვდეთ წვეულებაზე, სადაც საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ.

    ქალწული

    მეტად დაკავდით საკუთარი თავით, შეიქმენით კომფორტი. ნუ ჩაერევით სხვადასხვა გაუგებრობებში, რომელიც თქვენ ნაკლებად გეხებათ. საღამოს მოიწყვეთ რომანტიკული ვახშამი, ან გაერთეთ მეგობრების წრეში.

    სასწორი

    დაიცავით ემოციური ბალანსი. შემეცნებითად განვითარდით. მიჰყევით თქვენს გეგმებს, მაგრამ ნუ გადაიტვირთებით, მოუფრთხილდით ჯანმრთელობას.

    მორიელი

    ივარჯიშეთ, მოაწესრიგეთ პირადი სივრცე, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, კვების რაციონს. დაკავდით ისეთი საქმეებით, რომელიც სტრესს არ უკავშირდება.

    მშვილდოსანი

    დღე კარგია, ახალი ნაცნობობისთვის, მაგრამ გამოიჩინეთ მეტი წინდახედულობა და მოთმინება. ასევე, ნაყოფიერია დღე რომანტიკული ურთიერთობებისთვის.

    თხის რქა

    სჯობს, ეს დღე საკუთარ თავს მიუძღვნათ, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, იმიჯზე. მოაწესრიგეთ პარტნიორული ურთიერთობები. საღამოს გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, გაერთეთ მეგობრების წრეში.

    მერწყული

    დღე ნაყოფიერია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ასევე, პირად ურთიერთობების დასალაგებლად და მათთვის ვინც სიყვარულის ძიებაშია. იყავით მეტად გახსნილი ახალი ნაცნობობისთვის.

    თევზები

    დღეს შესაძლოა, გარკვეული ეჭვები დაგეუფლოთ, ნუ აჰყვებით ემოციებს, სჯობს, თვითშეფასების ამაღლებით დაკავდეთ.