სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გეგონება თქვენივე წახალისებული არ იყოს მისი არსებობა" - რას წერს ნიკა ქავთარაძე მეგი გოგიტიძეზე

    "გეგონება თქვენივე წახალისებული არ იყოს მისი არსებობა" - რას წერს ნიკა ქავთარაძე მეგი გოგიტიძეზე
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქართველი მომღერალი მეგი გოგიტიძე 6 აგვისტოს მოსკოვში სოლო კონცერტს გამართავს.

    ამის შესახებ ნიკა ქავთარაძე წერს:

    "უნიჭობას და უგემოვნობას ტაშს რომ უკრავთ წლების განმავლობაში, მერე ეს უნიჭობა და უგემოვნობა ძლიერდება, ხდება მისაღები, მერე ვარსკვლავი.

    ამასობაში თქვენ სხვა საფიქრალი გიჩნდებათ, ვეღარ აქცევთ ყურადღებას თქვენსავე გათამამებულ უნიჭობას და უგემოვნობას, ის კი ვითარდება, წინ მიდის.

    მერე უცებ გამოჩნდება რაღაც ნიუსი, ამ უნიჭობის და უგემოვნობის შესახებ და აყაყანდებით, დაიწყებთ დაცინვას.

    გეგონება თქვენივე წახალისებული არ იყოს მისი არსებობა. ძაან მოსაწყენი და ერთფეროვანი ციკლებით ვცხოვრობთ, როგორ ვერ ხედავთ?! თან ქვეყანა თავზე გვენგრევა, ვიღუპებით და ფანდურს ვერ გაგაგდებინებთ კაცი, ოღონდ იშაიროთ", - წერს მსახიობი.