სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • Apple-ს ლოგოს ისტორია - რატომაა ვაშლი ჩაკბეჩილი

    Apple-ს ლოგოს ისტორია - რატომაა ვაშლი ჩაკბეჩილი
    6 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    არსებობს სხვადასხვა ვარიანტები, თუ რატომაა Apple-ს ლოგო ჩაკბეჩილი ვაშლი. გაიგეთ რაარის სინამდვილე:

    Apple-ის ჩაკბეჩილი ვაშლის შესახებ პირველი ლეგენდა ბიბლიურ ცოდვას უკავშირდება, რომლის თანახმად, ადამმა და ევამ აკრძალული ხილი - ვაშლი დააგემოვნეს, მაგრამ ამას კომპანია Apple -თან არავითარი კავშირი არ აქვს.

    მეორე ვერსიის თანახმად, ეს არის მინიშნება ვაშლზე, რომელიც ისააკ ნიუტონს თავზე დაეცა. ეს ვაშლი მართლაც იყო გამოსახული Apple-ის პირველ ლოგოზე, მაგრამ შემდეგ ლოგოს შემქმნელებმა მასზე უარი თქვეს: ლოგო ძალიან მძიმე, არქაული და გაუგებარი ჩანდა.

    მესამე და ყველაზე საინტერესო ვერსია ალან ტიურინგს ( 1912-1954) უკავშირდება. ინგლისელი მათემატიკოსი, ლოგიკოსი, კრიპტოანალიტიკოსი და კომპიუტერული მეცნიერი სახლში, გარდაცვლილი იპოვეს, გვერდით კი ჩაკბეჩილი ვაშლი ედო. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ტურინგი ციანიდით მოწამლეს. მიუხედავად იმისა, რომ ვაშლის ექსპერტიზა არ ჩატარებულა, ითვლება, რომ ვაშლი ციანიდით იყო მოწამლული.

    Apple-ის ჩაკბეჩილ ვაშლს ხშირად ტიურინგის ისტორიას უკავშირებენ და ამ ვერსიას ამყარებს Apple-ის ფერადი ლოგო, რომელიც თითქოს მხარს უჭერს ლგბტ ადამიანებს. მაგრამ ესეც მცდარი ვერსიაა.

    ესაა სინამდვილე:

    Apple-ის მეორე, ფერადი ლოგო დიზაინერმა რობ იანოფმა (Rob Janoff) შექმნა. მოგვიანებით იანოფმა გაიხსენა, რომ სტივ ჯობსმა სთხოვა, ლოგო მეტისმეტად მიმზიდველი და სასაცილო არ გამოსულიყო.

    იანოფმა ვაშლის იდეა შესთავაზა, რადგან არ სურდა, რომ კომპიუტერი ლითონის ნაჭერთან ასოცირებული ყოფილიყო. დიზაინერი ოცნებობდა, რომ ადამიანებისთვის კომპიუტერთან ურთიერთობა მარტივი და სახალისო ყოფილიყო.

    რატომ გჭირდებათ ჩაკბეჩილი? იანოფს უბრალოდ სურდა ეჩვენებინა, რომ ეს არის ვაშლი და არა პომიდორი ან ალუბალი. 1977 წელს, პრეზენტაციაზე იანოფმა ორი ვარიანტი წარმოადგინა - მთელი და ჩაკბეჩილი ვაშლი და ჯობსმა ეს უკანასკნელი აირჩია.

    როცა რომ იანოფს ეფლის ლოგოზე ეკითხებიან, ის პასუხობს, რომ ჩაკბეჩილი ვაშლი სიმბოლურად განასახიერებს ადამიანის სურვილს, მაქსიმალური ცოდნა მიიღოს კომპიუტერიდან.

    კომპანია ეფლი 1976 წლის 1 აპრილს, კალიფორნიაში დაარსდა, თუმცა ბრენდი დღესაც ერთ–ერთი წარმატებული და ძლიერი კომპანიაა თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში.