სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "სად ხართ?!..ეს სიგიჟეა, ჩვენ ჯოჯოხეთში ვართ" - "ჰამასის" ტყვების ახლობლების შემაძრწუნებელი ვიდეო

    "სად ხართ?!..ეს სიგიჟეა, ჩვენ ჯოჯოხეთში ვართ" - "ჰამასის" ტყვების ახლობლების შემაძრწუნებელი ვიდეო
    7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    7 ოქტომბრის შემდეგ ჰამასის ტყვეობაში 200-მდე ადამიანია.

    გატაცებულთა ახლობლები ისრაელში საპროტესტო აქციებს მართავენ და მსოფლიოს დახმარებას სთხოვენ.

    „მივმართავ ყველა ქვეყანას - სად ხართ?! უნდა გესმოდეთ! ეს სიგიჟეა, ჩვენ ჯოჯოხეთში ვართ და გვინდა, რომ ჩვენი საყვარელი ადამიანები სახლში დაბრუნდნენ," - ამბობს საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

    გატაცებულების ოჯახის წევრები საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.

    "ყველანაირი კონტაქტი დაკარგულია, არ არსებობს სიცოცხლის ნიშანი, არანაირი სიგნალი. უკვე ორი კვირაა.. ჩვენ აქ ვართ, მე აქ ვარ ყველა ამ ოჯახთან ერთად, ასობით მათგანთან ერთად, 200-ზე მეტი მძევალია და ჩვენ ყველანი აქ ვართ იმისთვის, რომ მივმართოთ მთელ მსოფლიოს, საერთაშორისო საზოგადოებას, რომ დაგვეხმარონ. ჩვენ ვითხოვთ მათ დაბრუნებას ახლავე," - ამბობს ერთ-ერთი მძევალის ახლობელი.