სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როგორ არის პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - აშშ-ს დაზვერვა უახლეს ინფორმაციას ავრცელებს

    როგორ არის პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - აშშ-ს დაზვერვა უახლეს ინფორმაციას ავრცელებს
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა, უილიამ ბერნმა კოლორადოში უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

    ზოგიერთი ცნობილი გამოცემა წერდა, რომ შესაძლოა, მას მძიმე დაავადება აქვს. თუმცა, როგორც უილიამ ბერნსმა განაცხადა, ამ ვარაუდის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

    უილიამ ბერნსმა იხუმრა, რომ ვლადიმერ პუტინი "ზედმეტად ჯანმრთელად“ გამოიყურება.

    "ბევრი ჭორი ვრცელდება პრეზიდენტ პუტინის ჯანმრთელობის შესახებ და რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ის ზედმეტად ჯანმრთელადაა", - თქვა ვერნსმა.