სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ქვეყანაში შენარჩუნდება მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდება ეკონომიკური განვითარება…”- რას ამბობს კახი კალაძე

    “ქვეყანაში შენარჩუნდება მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდება ეკონომიკური განვითარება…”- რას ამბობს კახი კალაძე
    6 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კახა კალაძე „იმედის კვირაში“ „გამოხატვის თავისუფლების მხარდამჭერი ფონდის“ დონორების შესახებ გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა. თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ რადიკალური ძალების მცდელობა ქვეყანაში არეულობა მოაწყონ, უშედეგო იქნება.

    „ნუ გვიკვირს ასეთი ქმედებები მათი მხრიდან. ეს ადამიანები ცდილობენ ყველანაირი ზიანი მიაყენონ ქვეყანას - შემოიტანონ დაპირისპირება, მოაწყონ რევოლუციები, განახორციელონ ხელისუფლების დამხობა ყველანაირი მეთოდით. ნუ გვიკვირს. ისინი ყველაფერს იკადრებენ და ყველაფერს გააკეთებენ. როგორ უნდა იკადრო პოლიტიკურმა პარტიამ, პოლიტიკოსმა და მთავრობამ ისეთი რამე, რასაც ესენი აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს?

    დღესაც იგივეს აგრძელებენ. დღესაც ცდილობენ, როგორმე დააზიანონ ქვეყანა, მისი ხვალინდელი დღე, შემოიტანონ ქვეყანაში არეულობა, დესტაბილიზაცია, მაგრამ არავინ არაფერი გამოუვა. ქვეყანაში შენარჩუნდება მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდება ეკონომიკური განვითარება, რა თქმა უნდა, ევროინტეგრაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კალაძემ.

    აქციებზე დაკავებულ აქტივისტების ნაცვლად, რომლებსაც სასამართლომ კანონდარღვევისთვის ფინანსური სანქცია დააკისრა, ჯარიმებს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ დაფუძნებული ფონდი იხდის. „იმედის კვირამ“ გაარკვია, რომ ჯამში ადმინისტრაციულ ჯარიმებში უკვე 30 ათას ლარზე მეტია გადახდილი. რაც შეეხება დონორებს, ორგანიზაციის ვებგვერდზე ინფორმაცია აღარ იძებნება, რაც ტექნიკური გაუმართაობით ახსნეს.