სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რას აზიანებს ეკრანდამოკიდებულება გოგონებში - თემურ მიქელაძის გაფრთხილება

    რას აზიანებს ეკრანდამოკიდებულება გოგონებში - თემურ მიქელაძის გაფრთხილება
    6 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თემურ მიქელაძემ გადაცემაში ისაუბრა, თუ როგორ მოქმედებს ეკრანდამოკიდებულება გოგონას რეპროდუქციულ ფუნქციაზე:

    - ე.წ. გაჯეტდამოკიდებულება გოგონებისთვისაც და ვაჟებისთვისაც საზიანოა. თუმცა, განსაკუთრებით საყურადღებო პრეპუბერტატული ასაკის გოგონებისათვისაა. ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ ქვეყანაში ჯანმრთელი რეპროდუქციული ასაკი გვქონდეს და შობადობა მოგვემატოს. ეკრანდამოკიდებულება მეტაბოლური სინდრომის, სიმსუქნის, სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევის განვითარების მაღალი რისკია. ეკრანდამოკიდებულების შედეგად, გოგონა, პრაქტიკულად, არ იძინებს.

    მეორე დღით გამოუძინებელია. ნეირო-ენდოკრინული ცვლილებები მიმდინარეობს და სხვადასხვა გინეკოლოგიური პრობლემა იქმნება. ეს, განსაკუთრებით, მენსტრუაციასთანაა კავშირში. ექიმებს ხშირად მენსტრუაციული ციკლის შემცირებასთან, ან გახანგრძლივებასთან, გარკვეულ პრობლემებთან დაკავშირებით მიმართავენ. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 15 წლამდე მენსტრუალური ციკლი მოუწესრიგებელია და შესაძლებელია, 6 თვის განმავლობაში გოგონას ერთხელაც კი ჰქონდეს. ამიტომ, მთავარი რეკომენდაცია ცხოვრების ჯანსაღ წესსა და სწორ კვებას ეხება. მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ, რომ 9 წლიდან 15 წლამდე ასაკის გოგონები ცხოვრების ჯანსაღი წესით იყვნენ დაკავებულნი, რამეთუ ჯანსაღ რეპროდუქციულ ასაკამდე მივიდეთ და ჯანმრთელი თაობა გვყავდეს.