სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • დინამო ბათუმმა მძიმე კრახი განიცადა, საბურთალომ კი გულშემატკივრები გაახარა

    დინამო ბათუმმა მძიმე კრახი განიცადა, საბურთალომ კი გულშემატკივრები გაახარა
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დღეს ორმა ქართულმა კლუბმა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გამართა, "საბურთალომ" "სტიაუა ბუქარესტს" უმასპინძლა, "დინამო ბათუმი" კი "ლეხ პოზნანს" ესტუმრა.

    "საბურთალომ" ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა და მეტოქე 1-0 დაამარცხა, თბილისელთა რიგებში გოლი ნონიკაშვილმა მე-41 წუთზე გაიტანა.

    მეორე თამაშის წინ ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა "დინამო ბათუმი", საქართველოს ჩემპიონი "ლეხთან" 5-0 დამარცხდა და ევროტურნირის საგზურისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდება.

    გუნდები საპასუხო შეხვედრებს 28 ივლისს გამართავენ.