სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ჰამასის“ წევრები 2 წლის განმავლობაში ისრაელზე თავდასხმის დასაგეგმად სტაციონარულ ტელეფონებს იყენებდნენ

    „ჰამასის“ წევრები 2 წლის განმავლობაში ისრაელზე თავდასხმის დასაგეგმად სტაციონარულ ტელეფონებს იყენებდნენ
    6 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ტერორისტული მოძრაობა „ჰამასის“ მებრძოლების მცირე ჯგუფი, რომელიც ისრაელზე თავდასხმას გეგმავდა, 2 წლის განმავლობაში ერთმანეთს ღაზის სექტორის გვირაბებში განთავსებული სტაციონარული ტელეფონების მეშვეობით ეკონტაქტებოდა. ამის შესახებ CNN-ი 2 წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლებიც ამერიკული დაზვერვის მონაცემებს გაეცნენ.

    ასევე, გვირაბში გაყვანილმა სატელეფონო ხაზებმა ტერორისტებს საშუალება მისცა, ერთმანეთთან კავშირი ისე დაემყარებინათ, რომ ისრაელურ დაზვერვას მათზე თვალთვალი ვერ მოეხერხებინა.

    როგორც ამერიკულ სპეცსამსახურებში მიიჩნევენ, 2 წლის განმავლობაში ეს ჯგუფი ჩრდილში რჩებოდა და მხოლოდ 7 ოქტომბრის თავდასხმის წინ გააქტიურდა. ტერორისტები ამ ხნის განმავლობაში მობილურ ტელეფონებსა და კომპიუტერებს არ იყენებდნენ.