სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “გაითვალისწინეთ, არაფერი საერთო არ მაქვს ამ ქალბატონთან…” – ნიკოლოზ წულუკიძე მიმართვას ავრცელებს

    “გაითვალისწინეთ, არაფერი საერთო არ მაქვს ამ ქალბატონთან…” – ნიკოლოზ წულუკიძე მიმართვას ავრცელებს
    6 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „იმედის დღის“ ეთერში, ნიკოლოზ წულუკიძემ ისაუბრა, თუ როგორ დადის ქალბატონი მისი სახელით და ფულს ითხოვს.

    „ბოლო რამდენიმე თვეა რამდენიმე ადამიანმა მითხრა, ჩვენთან იყო მოსული ქალბატონი, რომელიც ამბობს, რომ იამზე დოლაბერიძის ქალიშვილია და ნიკოლოზ წულუკიძემ შექმნა ფონდი შვილის სახელზე.

    ზოგს სთხოვს ფულს ფონდისთვის, ზოგს სთავაზობს ხატებს. გუშინ ჩამოიარა რამდენიმე ობიექტი და მაქვს ამ ქალბატონის ფოტოები და ვიდეოც. მინდა ვთხოვო ყველას, რომ გაითვალისწინონ, არაფერი საერთო არ მაქვს ამ ქალბატონთან…“ – ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე.