სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ნახეთ რა სიტუაციაა "კანონის უზენაესობის ინდექსის " მიხედვით საქართველოში

    ნახეთ რა სიტუაციაა "კანონის უზენაესობის ინდექსის " მიხედვით საქართველოში
    6 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "კანონის უზენაესობის ინდექსით" საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა - მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყანა ერთი ადგილით დაწინაურდა და ის 48-ე პოზიციაზეა. ამავე დროს, საქართველო პირველ ადგილს იკავებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

    გარდა ამისა, საქართველო, კანონის უზენაესობით საუკეთესო შვიდეულში დასახელდა, საშუალო-შემოსავლიანი კატეგორიის ქვეყნებს შორის.

    შესაფასებლად გამოყენებულია 44 ინდიკატორი, რომლებიც 8 ფაქტორის გარშემო ჯგუფდება: კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, მმართველობის ზომიერება, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, ნორმატიული სამართალწარმოება, სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქო მართლმსაჯულება.