სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „აბრეშუმის გზის ფორუმი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც მასზე განიხილება რეგიონული თანამშრომლობის საკითხები - რობერტა კაზალი

    „აბრეშუმის გზის ფორუმი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც მასზე განიხილება რეგიონული თანამშრომლობის საკითხები - რობერტა კაზალი
    6 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დღეს იქნება ძალიან სასიამოვნო და პროდუქტიული დღე. ADB არის ამ მნიშვნელოვანი ფორუმის სტრატეგიული მხარდამჭერი, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტმა რობერტა კაზალიმ თბილისში, „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნამდე განაცხადა.

    „მოხარული ვარ, რომ ღონისძიებას ვესწრები და დისკუსიებში ვიღებ მონაწილეობას. ეს ფორუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც მასზე განიხილება რეგიონული თანამშრომლობის საკითხები, ის ფოკუსირებულია რეგიონის ქვეყნებს შორის კონტაქტების გაღრმავებაზე, მათ შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების კუთხით. ეს ფორუმი არის კარგი შესაძლებლობა დისკუსიისა და კონტაქტების გაღრმავებისთვის“, - აღნიშნა კაზალიმ.

    წყარო: პრაიმტაიმი