სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ის ჩემთვის იდეალურია… მგონია, კარგად ვიქცევი და ნორმალური ქმარი ვარ“ - ზუკა ხუციშვილი პირადზე ალაპარაკდა

    „ის ჩემთვის იდეალურია… მგონია, კარგად ვიქცევი და ნორმალური ქმარი ვარ“ - ზუკა ხუციშვილი პირადზე ალაპარაკდა
    6 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ზუკა ხუციშვილი პირადზე ალაპარაკდა.

    "სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი, მამისთვის სიცოცხლეში გადამეხადა მადლობა. სულ ვცდილობ, ისე ვიმღერო, ისე მოვიქცე, იქ იგრძნოს და იამაყოს ჩემით“,-

    გიო ძალიან დიდი ადამიანი იყო, მისი გარდაცვალებით ჩვენს ოჯახში უზარმაზარი სიცარიელე დარჩა, რომლის შევსება შეუძლებელია. იმის ნახევარს თუ გავაკეთებ ცხოვრებაში, რაც მან მოასწრო, კარგი იქნება.

    ბევრი რამ შეიცვალა, სანამ მამა იყო, თავი ყოველთვის ბავშვი მეგონა, თუმცა უკვე დაოჯახებულიც ვიყავი. პირველ რიგში, გავიზარდე, სხვა თვალით შევხედე, გავაცნობიერე, რა დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა…

    მართალია, მე დამყვა მუსიკალური ნიჭი, მაგრამ მთლიანად ჩემი მშობლების დამსახურებაა, რომ ამ რელსებზე დამაყენეს და განვვითარდი. სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი, მამისთვის სიცოცხლეში გადამეხადა მადლობა. სულ ვცდილობ, ისე ვიმღერო, ისე მოვიქცე, იქ იგრძნოს და იამაყოს ჩემით“,- ამბობდა ზუკა.


    „6 წელს ითვლის ჩვენი ოჯახური ცხოვრება და არაჩვეულებრივად ვართ. გამიმართლა ოჯახის შექმნაში, რადგან ძალიან დიდი სიყვარულია. ცხოვრებაში იდეალური არაფერია, მაგრამ ვთვლი, რომ ძალიან კარგი ოჯახი მაქვს. მგონია, კარგად ვიქცევი და ნორმალური ქმარი ვარ, რაც შეეხება ჩემს ცოლს, ის ჩემთვის იდეალურია…“,- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ზუკა ხუციშვილი და მის ცხოვრებაში, მამის როლზე საუბრობდა.