სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რუმინეთშიც არ შეგვეშინდება არც ერთი წამით" - ლაშა ნოზაძის შესანიშნავი კომენტარი

    "რუმინეთშიც არ შეგვეშინდება არც ერთი წამით" - ლაშა ნოზაძის შესანიშნავი კომენტარი
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში "საბურთალომ" "სტიაუას" უმასპინძლა.

    "დინამო" არენაზე თბილისურმა გუნდმა რუმინელებს 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი მატჩის მეორმოცე წუთზე ნონიკაშვილმა გაიტანა.

    მატჩის შემდეგ მწრვთნელების პრესკონფერენცია გაიმართა. ლაშა ნოზაძემ ძალიან საამაყო კომენტარები გააკეთა.

    "მადლობა გვერდში დგომისთვის, მადლობა ფეხბურთელებს. მაგარი ბიჭები გვყავს. ბევრი ახალგაზრდა გვყავს, მათ პირველი ნაბიჯები აქვთ დიდ ფეხბურთში. უდიდესი მადლობა მათ, რომ თქვენი თანადგომის დამარცხებით დღეს დამსახურებულად გავიმარჯვეთ. შეგვეძლო მეტი გოლის სხვაობით მოგვეგო, თუმცა გუნდმა მაინც ძალიან კარგად ითამაშა. ეს ნახევარი ნაბიჯია, წინ ძალიან დიდი ბრძოლა გველის. ბიჭები თავს არ შეირცხვენენ და ვიბრძოლებთ შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის."

    "მატჩმა მიკროტრავმების გარეშე ჩაიარა. დღესაც და წინა თამაშებშიც დავინახეთ, რომ შეგვწევს ძალა იმისათვის, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. რესურსი არის, ამაზე უკეთესიც შეიძლება, თუმცა ამჯერადაც ჩვენ შეგვიძლია მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა."

    "ბათუმის "დინამოს" მარცხი ძალიან მოულოდნელი იყო. ძალიან დასანანად წააგეს. წინა მატჩში გასახდელში თბილსის "დინამოს" და გორის "დილას" მატჩების ანგარიშები, რომ ვნახე ყველაფერი ცხადი იყო. ბიჭბეს ვუთხარი, რომ ერთადერთი ქართული გუნდი ვიყავით ევროტურნირებზე ბათუმის "დინამოს" გარდა, ამან კი ბიჭებს უდიდესი მოტივაცია მისცა. ჩვენ ქართლი ფეხბრთის რეპუტაციაზე ვიზრუნებთ."

    "რასაკვირველია მათ ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს "სტიაუას". დავინახე დაცვაში პრობლემები, რომლებზეც ვიმუშავებთ და ვეცდებით ეს ყველაფერი გამოვასწოროთ. შეტევაში კი გვექნება საშუალება იქაც გახსნილები ვიყოთ."

    "მოკლედ გეტყვით, რუმინეთში არც ერთი წამით არ შეგვეშინდება", - განაცხადა ლაშა ნოზაძემ.