სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "არ ველოდით ასეთ მატჩს, საბურთალოს წნეხის ქვეშ ვყავდით" - სტიაუას მწვრთნელი

    "არ ველოდით ასეთ მატჩს, საბურთალოს წნეხის ქვეშ ვყავდით" - სტიაუას მწვრთნელი
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში "საბურთალომ" "სტიაუას" უმასპინძლა.

    "დინამო" არენაზე თბილისურმა გუნდმა რუმინელებს 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი მატჩის მეორმოცე წუთზე ნონიკაშვილმა გაიტანა.

    მატჩის შემდეგ მწრვთნელების პრესკონფერენცია გაიმართა.

    "რთული თამაში იყო, არ ველოდი, რომ ასე ვითამაშებდით. გვქონდა რამდენიმე საგოლე შანსი, თუმცა ეს საკმარისი არაა. ძალიან უკმაყოფილონი ვართ. ჩვენ ველოდებით ძალიან რთულს თამაშს ბუქარესტში. "საბურთალომ" "პარტიზანთანაც" ძალიან აკრგად ითამაშა. სწორედ ამიტომ, უფრო მეტად მოვინდომებთ და ვიქნებით კონცეტრირებულები მეორე მატჩში."

    "თბილისლებს ძალიან კარგი თამაში ჰქონდათ. ჩვენ ისინი ხშირად წნეხის ქვეშ გვაქცევდნენ, რის გამოც ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ."

    "ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ შემდეგ ეტაპზე. გვჭირდება მეტი მონდომება, მეტი შრომა, სხვაგავრად შემდეგ ეტაპზე გასვლა შეუძლებელია", - ასე დაასრულა საკუთარი სიტყვა ანტონ პეტრეამ.