სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “"ყველას საქართველოდან გაქცევაზე აქვს თვალი - მრცხვენია იმ ხალხის, რომელიც…”- მიხეილ სააკაშვილი

    “"ყველას საქართველოდან გაქცევაზე აქვს თვალი - მრცხვენია იმ ხალხის, რომელიც…”- მიხეილ სააკაშვილი
    6 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კარ­გად ვი­ცით, რომ ყვე­ლას სა­ქარ­თვე­ლო­დან გაქ­ცე­ვა­ზე აქვს თვა­ლი - მრცხვე­ნია იმ ხალ­ხის წი­ნა­შე, რო­მე­ლიც 2009-2012 წლებ­ში ჩა­მო­ვი­და სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ძა­ხე­ბით, ახალ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის იმე­დით და აღ­მოჩ­ნდა გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

    "კარ­გად ვი­ცით, რომ ყვე­ლას სა­ქარ­თვე­ლო­დან გაქ­ცე­ვა­ზე აქვს თვა­ლი. ახალ­გაზ­რდე­ბი იმის­თვის სწავ­ლო­ბენ, რომ დიპ­ლო­მი აი­ღონ და გა­იქ­ცნენ, ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ეს ასეა. არა­ნა­ი­რი პერ­სპექ­ტი­ვის გან­ცდა არ არის აქ. მე მრცხვე­ნია იმ ხალ­ხის წი­ნა­შე, რო­მე­ლიც 2009-2010-2011-2012 წელს ჩა­მო­ვი­და იმე­დით, სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ძა­ხე­ბით, ახალ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის იმე­დით და გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. ყვე­ლა­ზე მე­ტად ის ხალ­ხი მე­ცო­დე­ბა, ვინც ოჯა­ხე­ბით არის წა­სუ­ლი. მე არ შე­მეძ­ლო ამის გვერ­დი­დან ყუ­რე­ბა. რო­დე­საც მე­კი­თხე­ბი­ან, რა­ტომ ჩა­ვიგ­დე თავი საფრ­თხე­ში, თავი იმი­ტომ ჩა­ვიგ­დე საფრ­თხე­ში, რომ ამის გვერ­დი­დან ყუ­რე­ბა, ამ უბე­დუ­რე­ბის გა­და­ტა­ნა შო­რი­დან, თუნ­დაც სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად ყო­ფი­ლი­ყო, არ შე­მეძ­ლო. იქ ვარ, სა­დაც დღეს ვარ. მინ­და, ეს სა­სო­წარ­კვე­თის გან­ცდა გა­დავ­ზარ­დოთ ბრძო­ლის და წინსვლის, ერ­თი­ა­ნო­ბის გან­ცდა­ში.

    არ გაგ­ვა­კე­თე­ბი­ნონ ისე, რომ რა აზრი აქვს პო­ლი­ტი­კას, ყვე­ლა ერთი იმით არის...მე არ ვარ. ემიგ­რან­ტებ­მა ღირ­სე­უ­ლად უნდა იცხოვ­როთ ქვე­ყა­ნა­ში. რა თქმა უნდა, დროს ვერ ავა­ნა­ზღა­უ­რებთ, ბავ­შვე­ბი გა­ი­ზარ­დნენ უდედ­მა­მოდ, ზოგი მო­ხუ­ცი გარ­და­იც­ვა­ლა, რომ­ლის შვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი წა­სუ­ლი იყო. რა­საც ავი­ნა­ზღა­უ­რებთ, ავი­ნა­ზღა­უ­რებთ.

    მე ვგრძნობ, რომ ჩვე­ნი ერ­თი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ერ­თი­ა­ნო­ბა კონ­კრე­ტულ სა­კი­თხებ­ზე, ერ­თი­ა­ნო­ბა იმა­ში, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი არ მო­ი­პა­რონ, ერ­თი­ა­ნო­ბა იმა­ზე, რომ ქვე­ყა­ნას მო­მა­ვა­ლი აქვს და ხალ­ხი არ უნდა გა­დი­ო­დეს. რა­ხან ხალ­ხი არ უნდა გა­დი­ო­დეს, ე.ი აქ უნდა შევ­თა­ვა­ზოთ რა­ღაც და იმის­თვის, რომ აქ რა­ღაც შევ­თა­ვა­ზოთ, ეს სი­ტუ­ა­ცია ფუნ­და­მენ­ტუ­რად უნდა შე­იც­ვა­ლოს. იმი­ტომ, რომ ეს სი­ტუ­ა­ცია გათ­ვლი­ლია სულ მი­ნუს­ზე, დაც­ლა­ზე, გა­უ­ბე­დუ­რე­ბა­სა და და­სუს­ტე­ბა­ზე. ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო, ჩემი წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლო არის ძლი­ე­რი ძლი­ერ უკ­რა­ი­ნას­თან ერ­თად", - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.