სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მაინტერესებს ჩა**ულები აქედან წახვედით თუ იქ ჩაი**ით" - რას წერენ ქომაგები "დინამო ბათუმის" მარცხზე

    "მაინტერესებს ჩა**ულები აქედან წახვედით თუ იქ ჩაი**ით" - რას წერენ ქომაგები "დინამო ბათუმის" მარცხზე
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კონფერენს ლიგის პირველი საკავალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში "დინამო ბათუმი" პოზნანის "ლეხთან" 5-0 დამარცხდა.

    აღნიშნული კრახი, რა თქმა უნდა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებმა უპასუხოდ არ დატოვეს.

    გთავაზობთ, "დინამო ბათუმის" ქომაგების კომენტარებს:

    "გაფრინდაშვილს რომ გაუშვებ და 35 წლის ვაწაძეს დაიმატებ, ჯგუფში რანაირად უნდა მოხვდე? ასე მგონია, ბერიძის გემბანზე ბევრმა "კრისამ" მოიყარა თავი და მალე ან გააკოტრებენ, ან გააქცევენ."

    "ეს თამაში წააგო გია გეგუჩაძემ. ამის ფილოსოფია ყველამ შეისწავლა მოძველდა ესეთი ტაქტიკა.. არასწორი შემადგენლობა, არასწორი შეცვლები არ მოყვანილი ფეხბურთელები, მოკლედ ეს სეზონი და შემდეგ ჩემი აზრით, ახალი სისხლია საჭირო."

    "არაუშავს, თუ იმათმა შეძლეს 5 ჩვენ 6-საც შევძლებთ."

    "10 დღით ადრე დინამო ბათუმის თამაშის 20 ათასი ბილეთი გაყიდულია და ამ დროს გუნდი პოლონეთში 0-5 აგებს. გუნდის მეპატრონეზე კი არანაირი კრიტიკა არ ისმის. თამამად შემიძლია თქმა, არ არსებობს ევროპაში ისეთი გულშემატკივარი, რომელიც დინამო ბათუმს ჰყავს და არ იმსახურებს ეს გუნდი ასეთ მაჩანჩალა გუნდის სახელს, რაც არჩილ ბერიძის ხელმძღვანელობითაა. ეს გუნდი არ არის ერთი კაცის, დინამო ბათუმი არის მთელი ბათუმის. იმას გეტყვით, რომ არამარტო ბათუმის, არამედ ქვეყნის შემარცხვენელი ხართ."

    "სამწვრთნელო შტაბის ბრალია, ვერ მოამზადა ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად, ვერც ტაქტიკურად. ბურთს ვერ ვიჭერდით, შთაბეჭდილება დამრჩა რომ 0-0 ზე სათამაშოდ გავიდნენ, არ ელოდნენ ასეთ ძლიერ მეტოქეს. სირცხვილია რომ ასე ჯიუტად აზაცკი-კობახიძის ტანდემით გვინდა მშრალი კარის შენახვა, როცა სული და გული, გაცილებით ძლიერი მცველი ორივე მათგანზე - რეხვიაშვილი სათადარიგოზე გიზის. წარმატებები, სასწაული თუ არა, შინ მოგებაც გაგვახარებს."

    "გამოუშვით დინამო ბათუმი ასპინძის ბაზაზე და ნებისმიერი სოფლის გუნდიც მოუგებს 5-0."

    "ისე მაინტერესებს ჩა**ულები აქედან წახვედით თუ იქ ჩაი**ით, ფულის გამო როგორ იტანთ ამდენ გინებას ფუ თქვენი ნათამაში მოვტ... და თქვენზე მყურებელიც ჩემდა თავად, წადით გადაა**ით და დაიძინეთ."

    "რა არაუშვას ბიჭო, რა არაუშავს? რად გინდათ ეს უაზრო შეძახილი, 5-0 როგორ უნდა წააგო ასეთი დონის გუნდმა! სირცხვილია სირცხვილი. როცა ქვეყნის ჩემპიონი ასეთი შედეგით ამთავარებს სირცხვილია. აზრზე მოდით ბიჭო და ეგ კოლოსალური ხელფასები თქვენ განვითარებას მოახმარეთ და არა კლუბებში სიარულს. უნამუსოები ხართ", - წერენ გულშემატკივრები.