სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 29 ოქტომბრამდე მოძრაობა შეიზღუდება - ნახეთ დეტალურად

    29 ოქტომბრამდე მოძრაობა შეიზღუდება - ნახეთ დეტალურად
    6 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, - ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.

    "დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მთლიანად განხორციელებულია, დარჩენილია მხოლოდ გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ზედა ფენების დაგება.

    დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე, ერთი დღის განმავლობაში, დიდუბის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!",
    - ნათქვამია განცხადებაში.