სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ყველაზე დიდი გავლენა ვინც შეიძლება მოახდინოს მოზარდის განვითარებაზე, აზროვნებაზე, ცნობიერებაზე, ოჯახის ინსტიტუტთან ერთად ხართ -სკოლა, მასწავლებლები და ეკლესია - პრემიერი

    ყველაზე დიდი გავლენა ვინც შეიძლება მოახდინოს მოზარდის განვითარებაზე, აზროვნებაზე, ცნობიერებაზე, ოჯახის ინსტიტუტთან ერთად ხართ -სკოლა, მასწავლებლები და ეკლესია - პრემიერი
    6 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა, რომ ყველაზე დიდი გავლენა ვინც შეიძლება მოახდინოს მოზარდის განვითარებაზე, აზროვნებაზე, ცნობიერებაზე, მსოფმხედველობის განსაზღვრასა და ჩამოყალიბებაზე, ოჯახის ინსტიტუტთან ერთად ხართ თქვენ- სკოლა, მასწავლებლები და ეკლესია.

    როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მასწავლებლები ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრები არიან.

    "მე განსაკუთრებული პატივისცემა მინდა დაგიდასტუროთ, ვინაიდან თქვენ ხართ ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრები. ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მოქალაქეები. ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების განვითარების, მე ასე ვიტყოდი, ჩვენი შვილების სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიოტებად ჩამოყალიბების საქმეში მთავარი როლი და ფუნქცია სწორედ თქვენ, ჩვენს დამსახურებულ, ღვაწლმოსილ და გმირ პედაგოგებს გაკისრიათ.

    მე ასე ვიტყოდი, რომ ყველაზე დიდი გავლენა, ვინც შეიძლება მოახდინოს მოზარდის, მოსწავლის განვითარებაზე, აზროვნებაზე, მის ცნობიერებაზე, მისი მსოფმხედველობის განსაზღვრასა და ჩამოყალიბებაზე, ოჯახის ინსტიტუტთან ერთად ხართ თქვენ. სკოლა, მასწავლებლები და ეკლესია”,-
    განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.