სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "სტიაუასთან ნაჩვენები თამაშით ტალახი ჩამორეცხეთ ქვეყანას ევროტურნირებზე" - რას წერენ ქომაგები საბურთალოს მოგებაზე

    "სტიაუასთან ნაჩვენები თამაშით ტალახი ჩამორეცხეთ ქვეყანას ევროტურნირებზე" - რას წერენ ქომაგები საბურთალოს მოგებაზე
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში "საბურთალომ" "სტიაუას" უმასპინძლა და 1-0 სძლია.

    აღნიშნული მატჩის შემდეგ, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებმა დედაქალაქური კლუბი შეაქეს.

    "ასეა, როცა მოედანზე ბოლომდე იხარჯები და ორმაგად სასიამოვნოა როცა წარმატებასაც აღწევ ბოლომდე ბიჭებო თქვენ იცით."

    მაპატიეთ, რომ ყველაზე ნაკლები იმედი თქვენი მქონდა დღესაც და ევროტუტნირების დაწყებამდეც."

    "ევროტურნირებზე ერთადერთ იმედად საბურთალო შემოგვრჩა. ყოჩაღ ბიჭებო!"

    "ძალიან გაწონასწორებული გუნდია! თითქოს არანაირი ვარსკვლავური ფეხბურთელები, მაგრამ აშკარად ბრძოლისუნარიანი, ტექნიკურად, ტაქტიკურად და ფიზიკურად იდეალურად მოზადებული. მათი პრაქტიკის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, თავდადებული და მებრძოლი გუნდია, წარმატებები საბურთალოს!"

    "გილოცავთ! საბურთალომ დაჯაბნა, მაგრამ სიხარულიძე იყო საშინელება 2-0-ს მოვიგებდით მინიმუმ, რა ჭირდა ავად იყო ? არც დარბოდა, ბურთის მიღებას გაურბოდა, თუ იღებდა იმასაც აფუჭებდა, უკან არ ჩამოდიოდა... ფსონი ჰქონდა დადებული, თუ რა ჯანდაბაა, ასე ცუდად როგორ უნდა ითამაშოს ფორვარდმა, რომელსაც გოლის გატანა არ ესწავლება. ნამდვილად მთელი თამაში გააფუჭაა."

    "პირველ ეტაპზე პარტიზანთან და დღეს სტიაუასთან ნაჩვენები თამაშით ტალახი ჩამორეცხეთ ქვეყანას ევროტურნირებზე. მადლობა ბიჭებო ბრძოლისთვის. ჩვენი სირცხვილი იქნება ეს გუნდი სავსე ტრიბუნების წინაშე თუ არ ითამაშებს სტიაუას ბარიერის დაძლევის შემთხვევაში!", - წერენ გულშემატკივრები.