სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რჩევები: ხანძარი, ღალატი, ფული... - თუ ამ სიიდან რომელიმე დაგესიზმრათ…

    რჩევები: ხანძარი, ღალატი, ფული... - თუ ამ სიიდან რომელიმე დაგესიზმრათ…
    6 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სიზმარი არის ძილის მდგომარეობაში სრულიად უნებლიე აღმოცენება და მიმდინარეობა ფსიქიკური შინაარსებისა. ზოგჯერ სიზმარს პირველ ბიძგს აძლევს ან მის შინაარსში ჩაერთვის რეალური გამღიზიანებლით გამოწვეული შეგრძნებები.

    მისტიკა ამტკიცებს, რომ ჩვენი ქვეცნობიერი მჭიდროდაა დაკავშირებული სხვა სამყაროსთან, რომელში გამოღვიძებაც შეუძლებელია. ფსიქოლოგები კი მუდმივად განგვიმარტავენ, თუ რა მიზეზსა და პროცესებზეა დამოკიდებული ჩვენი სიზმრები და, რომ სიზმრების მეშვეობით შეგვიძლია საკუთარ ქვეცნობიერსა და შინაგან სამყაროში ჩავიხედოთ.

    სიზმარს ყველაზე კარგად შეუძლია მიგვანიშნოს, რა გვაწუხებს და რა მიმართულებით უნდა განვაგრძოთ მოძრაობა.

    ჩანჩქერები - თუ საკუთარი თავი სიზმარში ულამაზეს ჩანჩქერთან ნახე, ეს კარგის ნიშანია. ჩანჩქერი განასახიერებს განწმენდას, პრობლემებისა და მავნე ჩვევებისგან თავის დაღწევას. შესაძლოა, უახლოეს მომავალში თქვენ შეძლოთ დაძლიოთ სურვილები და ჩვევები, რომლებიც ანადგურებს თქვენს ცხოვრებას და იღბალი თქვენს მხარეს აღმოჩნდება.

    სიკვდილი - სიზმარში საკუთარი სიკვდილი ნახე? ასე დიდხანს იცოცხლებ. თუ საყვარელი ადამიანის სიკვდილი ნახეთ, არ ინერვიულოთ – ამ ადამიანს ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება ექნება.

    ორსულობა და აბორტი - საკუთარი თავი ორსული ნახე სიზმარში? გელით სიმდიდრე, იღბალი, სურვილების ასრულება. ეს სიზმარი ასევე ვარაუდობს, რომ შეიძლება მალე მართლაც დაორსულდეთ. დაგესიზმრათ, რომ თქვენი ქალიშვილი თანამდებობაზე ყოფილიყო? წინ ბევრი სასიამოვნო და ბედნიერი დღე გელით.

    თუ სიზმარში აპირებდით ბავშვის მოშორებას, ეს მიანიშნებს ცხოვრების მნიშვნელობის დაკარგვას, საყვარელ ადამიანში იმედგაცრუებას.

    შენობა - თუ ბევრი მოვლილი და კომფორტული სახლი ნახეთ, ეს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სიმბოლოა. თუ ხედავთ დანგრეულ ან გაფუჭებულ შენობებს, მაშინ გექნებათ პრობლემები ოჯახში და სამსახურში, ასევე ავადმყოფობა და უბედური შემთხვევები.

    ფული - სიზმარში იპოვეთ ფული? მცირე წუხილის წინაშე აღმოჩნდებით, მაგრამ საბოლოოდ დიდი ბედნიერება გელით. ფულის გადახდა მოგიწიათ? ეს გპირდებათ წარუმატებლობას. სიზმარში იღებთ ოქროს? დიდი პერსპექტივები გაქვთ, საქმეები კარგად წავა.

    დაკარგული ფული - ეს ნიშნავს, რომ საუკეთესო პერიოდს არ გადიხართ, სამსახურში პრობლემები გელით. ფულის დაზოგვა სიმდიდრის და ცხოვრების კომფორტის ნიშანია. სიზმარში დიდი თანხა დათვალეთ? თითქმის მიზნის ბოლოში ხართ.

    ღალატი - ღალატზე სიზმრები ყოველთვის ცვლილებებს გვპირდება. დროა გააანალიზოთ თქვენი ცხოვრება. მართლა ბედნიერი ხართ ქორწინებით? იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ გახადოთ ის უფრო წარმატებული და ბედნიერი.

    ცეცხლი - სიზმარში ხანძარი კარგი ნიშანია. ის სიმბოლოა სითბოსა და სინათლის. ცეცხლს ანთებ? სასიამოვნო სიურპრიზი გელით.

    ცეცხლის ჩაქრობას ცდილობთ? ძალიან ნერვიული სამუშაო გაქვთ, მიაღწევთ იმას, რაც გსურთ, მაგრამ ძალიან დიდი შრომის ფასად. თუ ნახეთ ცეცხლი ღუმელში, შეგიძლიათ დაეყრდნოთ სიმდიდრეს. თქვენს სახლს ცეცხლი ეკიდა? ფანტასტიკური იღბალი გელით, თქვენი ბიზნესი ზღაპრულ მოგებას მოგიტანთ.

    სიშიშვლე - დაუცველობის სიმბოლოა. როცა ტანსაცმლის გარეშე ხართ, თავს უმწეოდ გრძნობთ, ვერ მოდუნდებით. შესაძლოა, ურთიერთობაში ხართ, სადაც უარყოფის გეშინიათ.

    ასევე, შესაძლოა გქონდეთ განცხადების შიში. რაღაცას მალავთ და გეშინიათ, რომ თქვენს საიდუმლოს სხვა ადამიანები გაიგებენ. ტანსაცმლით შეგიძლიათ შენიღბვა, მაგრამ მათ გარეშე ყველაფერი აშკარა ხდება და დაცვის გარეშე რჩებით.

    წყარო: პრაიმტაიმი