სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ვიღაცები ბიძინას მოსყიდულს მეძახიან...დამიკავშირდა გაურკვეველი სააგენტო..." - რას ამმბობს ია ფარულავა

    "ვიღაცები ბიძინას მოსყიდულს მეძახიან...დამიკავშირდა გაურკვეველი სააგენტო..." - რას ამმბობს ია ფარულავა
    6 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მსა­ხი­ობ­მა ია ფა­რუ­ლა­ვამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­და­ცე­მა­ში "სხვა ნა­ნუ­კა" ყოფილ პრე­ზი­დენ­ტთან რო­მა­ნის შე­სა­ხებ მოგვიყვა. რო­გორც მან თქვა, მის ცხოვ­რე­ბა­ში ეს იყო დიდი სიყ­ვა­რუ­ლი, რომ­ლის გა­მოც, 1998 წელს აშშ-დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და.

    "მი­შამ ჩა­მო­მიყ­ვა­ნა ძა­ლით, ლოს ან­ჯე­ლეს­ში და­მად­გა ჩემ საქმროს­თან და უთხრა, ია ცო­ლად მომ­ყავ­სო, მეც მეტი რა მინ­დო­და. მე­გო­ნა ყვე­ლამ იცო­და ეს ამ­ბა­ვი.

    მაგ­რამ რო­გორც თა­ვის ყვე­ლა ქალს, მეც ძა­ლი­ან ცუ­დად მო­მექ­ცა. მი­შა­ზე, რო­გორც პო­ლი­ტი­კოს­ზე და ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარს თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა, ცუდ ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, მან სა­ო­ცა­რი რე­ფორ­მე­ბი ჩა­ა­ტა­რა, და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად არის ცი­ხე­ში. მან სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ბევ­რი რამე გა­ა­კე­თა და კი­დევ ბევ­რს გა­ა­კე­თებ­და.

    მაგ­რამ რო­გორც ქალს, მიშა, არ გე­წყი­ნოს, მე შენ ცუ­დად მო­მე­ქე­ცი და ეს ძა­ლი­ან კარ­გად იცი. მიშა რომ გა­მო­ვა, და­ბერ­დე­ბა, 90 წლის გახ­დე­ბა, მერე დავ­წერ წიგნს. მა­ნამ­დე არ ვა­პი­რებ არა­ფერს", - აღ­ნიშ­ნა ფა­რუ­ლა­ვამ.

    სკან­და­ლუ­რი ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ მსა­ხი­ობ­მა კი­დევ ერთი გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა და აღ­ნიშ­ნა, თუ რა­ტომ მა­ლავ­და ამ რო­მანს ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ფა­რუ­ლა­ვა ამ­ბობს, რომ მას ქმა­რი ჰყავ­და და იმ პე­რი­ოდ­ში ექ­სპრე­ზი­დენ­ტთან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ ვე­რა­ფერს იტყო­და.

    "ვი­ღა­ცებ­მა ცუდი კო­მენ­ტა­რე­ბი და­წე­რეს, ხალ­ხს პირს ვერ ამო­უ­კე­რავ, ეს იყო ძა­ლი­ან დიდი რო­მა­ნი. არა­ვის ძა­ლით იქი­დან არ წა­მო­ვუყ­ვა­ნი­ვარ. პა­ტა­რა მი­ზე­ზი მინ­დო­და, რომ ამე­რი­კი­დან წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და ეს პა­ტა­რა მი­ზე­ზი იყო უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი, არა­ფერს არ ვნა­ნობ. ამას იცით რა­ტომ ვამ­ბობ? ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იცის და ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ჩემი სის­ტე­მი­დან რომ ამო­ვი­დეს ეს ამ­ბა­ვი არ შე­იძ­ლე­ბა? ეს იყო სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­მაც მეტ-ნაკ­ლე­ბად და­მან­გრია თა­ვის დრო­ზე. ვი­ღა­ცე­ბი ბი­ძი­ნას მოს­ყი­დულს მე­ძა­ხი­ან...

    რაც მთა­ვა­რია, 10 წელი ამას ვერ მოვ­ყვე­ბო­დი, რად­გან ქმა­რი მყავ­და, ახლა თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ. რაც შე­ე­ხე­ბა მოს­ყიდ­ვას, სა­დღაც 2013 წელს გა­ურ­კვე­ვე­ლი გა­მო­ცე­მა, არ ვიცი სა­და­უ­რი იყო, ევ­რო­პუ­ლი, თუ რუ­სუ­ლი, და­მი­კავ­შირ­და და მი­თხრა და­მე­წე­რა ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, სა­დაც იქ­ნე­ბო­და პი­კან­ტუ­რი დე­ტა­ლე­ბი ჩემი ცხოვ­რე­ბის, მათ შო­რის ჩემი და მი­შას ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, რა თქმა უნდა, უარი ვთქვი.

    რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ნუ­კას­თან ინ­ტერ­ვი­უს, მე­გო­ნა ის ამ ყვე­ლა­ფერს ამოჭ­რი­და, რად­გან ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ვი­ცით, თუმ­ცა რად­გან და­ტო­ვა, ალ­ბათ ასე იყო სა­ჭი­რო" - გან­მარ­ტა ფა­რუ­ლა­ვამ.