სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ყოფილი Twitter-ი შესაძლოა გაცნობის აპლიკაცია გახდეს

    ყოფილი Twitter-ი შესაძლოა გაცნობის აპლიკაცია გახდეს
    6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სოციალურ ქსელ X-ის (ყოფილი Twitter) მფლობელი ილონ მასკი აპირებს, სოცქსელი გაცნობის აპლიკაციად და ციფრულ ბანკად გადააქციოს. ამის შესახებ Business Insider-ი იტყობინება.

    გამოცემის ცნობით, 26 ოქტომბერს გაიმართა ვიდეოკონფერენცია, რომელშიც ილონ მასკი და X-ის გენერალური დირექტორი ლინდა იაკარინო მონაწილეობდნენ.

    პრესკონფერენციაზე მასკმა სოცქსელის ტრანსფორმაციის გეგმებზე ისაუბრა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როგორ აპირებს ყოფილი Twitter-ის გაცნობის აპლიკაციად გადაქცევას.