სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "დღეს ჩვენ მოედანზე არ ვიყავით" - რა თქვა გეგუჩაძემ "ლეხთან" მარცხის შემდეგ

    "დღეს ჩვენ მოედანზე არ ვიყავით" - რა თქვა გეგუჩაძემ "ლეხთან" მარცხის შემდეგ
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კონფერენს ლიგის პირველი საკავალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში "დინამო ბათუმი" პოზნანის "ლეხთან" 5-0 დამარცხდა.

    მატცის შემდეგ, გია გეგუჩაძემ კომენტარი გააკეთა.

    "შესაფასებელიც არაფერია... ჩემს ვალს მოვიხდი და მივულოცავ გამარჯვებას დღევანდელ მოწინააღმდეგეს. დღეს მინდორზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო, ეს ლეხი იყო. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ მოედანზე არ ვიყავით. ამაზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ.

    ეტყობა, რაღაც გამოგვეპარა. ჩემთვის ეს ძალიან მოულოდნელი იყო. როცა გუნდი არ თამაშობს, არ არის მოედანზე, ეს, რა თქმა უნდა, მთლიანად მწვრთნელის პასუხისმგებლობაა. მე კი პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. მინდა, უბრალოდ ბოდიში მოვუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც მრავლად გვყავს და გაცილებით მეტს ელიან ჩვენგან", - თქვა ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა.