სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მომხმარებელი მაღაზიის "სეიფში" ჩაიკეტა - ბრალი თანამშრომლებს მიუძღვით

    მომხმარებელი მაღაზიის "სეიფში" ჩაიკეტა - ბრალი თანამშრომლებს მიუძღვით
    6 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    აშშ-ში მამაკაცი მაღაზიის "სეიფში" ჩაიკეტა - ბრალი თანამშრომლებს მიუძღვით.

    საიუველირო მაღაზიის თანამშრომლებმა დახურეს შენობა, რადგან არ იცოდნენ, რომ შენობაში მათი კლიენტი იყო. მამაკაცი სეიფის გამოსაყენებლად სარდაფში იყო შესული.

    როდესაც მამაკაცი მიხვდა, რომ შენობაში ჩაიკეტა, სასწრაფოდ გამოიძახა სასწრაფო დახმარება. რამდენიმე წუთში შენობასთან სახანძრო და პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. ისინი მთელი ღამე ცდილობდნენ 80 სანტიმეტრიანი რკინაბეტონის კედლების გარღვევას. სამაშველო ოპერაციის დაწყებიდან 10 საათის შემდეგ, მეხანძრეებმა მიაღწიეს ფოლადის კარებს, მაგრამ გადაწყვიტეს გაჩერება, იმის შიშით, რომ ჩაკეტილი მამაკაცისთვის ზიანი არ მიეყენებინათ.