სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ნინო სოხუმელია..სულ ვეუბნებოდი ცოლად რომ მოგიყვან, შენს სოფელში დაგაბრუნებ თქო" - დათო ევგენიძის ემოციური განცხადება

    "ნინო სოხუმელია..სულ ვეუბნებოდი ცოლად რომ მოგიყვან, შენს სოფელში დაგაბრუნებ თქო" - დათო ევგენიძის ემოციური განცხადება
    6 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მუსიკოსი დავით ევგენიძე მეუღლეზე, ნინო ჟვანიაზე და მათ სიყვარულზე საუბრობს ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „ჩვენი ოჯახი".

    „დათო ევგენიძე არის დიდი ბავშვი.. ჩემი ცხოვრება გადავრთე დათოზე.. დათოს ცხოვრებით ვცხოვრობ..

    ბევრი განსაცდელით გავიარეთ, მათ შორის ახლაც, მაგრამ ესეც დათოსთვის იყო საჭირო და ეს ყველაფერი რაღაც დიდისთვის მოხდა, ახლა უამრავი პროექტი აქვს გასაკეთებელი,"- ამბობს ნინო ჟვანია.

    „ნინოს გვარი უნდა იყოს,შეწირული.. ნინო სოხუმელია.. სულ ვეუბნებოდი ცოლად რომ მოგიყვან, შენს სოფელში დაგაბრუნებ თქო, ეს მოტივაცია ძალიან გამიმძაფრდა, რომ იქ [სოხუმში] ჩავიყვანო,"- ამბობს დავით ევგენიძე.