სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "დე, რაღაცას ვხატავ, ვერ დავასრულე, რომ ჩამოვალ დავასრულებო..“ - ლევან კბილაშვილის დედა შვილის სიტყვებს იხსენებს

    "დე, რაღაცას ვხატავ, ვერ დავასრულე, რომ ჩამოვალ დავასრულებო..“ - ლევან კბილაშვილის დედა შვილის სიტყვებს იხსენებს
    6 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „ეს გზა,მხარე,საბადურის ტყე, სოფელი ბალებისხევი ადგილი, რომელიც განსაკუთრებით ძვირფასი იყო. თავისუფალ დროს მოიხელთებდა და ხან შუაღამეს გარბოდა სოფელში.

    ჯერ კიდევ მის დაბადებამდე შევიძინეთ აგარაკი, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა. სოფლის შესასვლელში პატარა ბიბლიოთეკის შენობა იყო, ზაფხულობით მის ეზოში სტუმრად ასული ბავშვები იყრიდნენ თავს, იყო ჟრიამული და გართობა, რომელიც მთავრდებოდა ასე – ქალბატონი ბიბლიოთეკის გამგე აცხადებდა – ეხლა გამოვლენ კბილაშვილების გოგო ბიჭებიო და იწყებოდა კონცერტი სანახაობა.

    ბოლოს გული იჯერა იქ ყოფნით, სახლში რომ დაბრუნდა მითხრა – დე, რაღაცას ვხატავ, ვერ დავასრულე, იყოს, რომ ჩამოვალ დავასრულებო..“, – წერს მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში.