სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 29 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

    29 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი
    6 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    29 ოქტომბერს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, შესაძლოა, მცირე წვიმა მხოლოდ ცალკეულ რაიონში მოვიდეს.

    თბილისში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსი იქნება.

    ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი: თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი.

    ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი: თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება.

    ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო: ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით , +24 გრადუსი დაფიქსირდება.

    მესტია, ბახმარო: ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

    რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი: თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება.

    საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო: თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება.

    ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური: ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება.

    ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო: ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება.