სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ევროინტეგრაციის გზაზე, ეს პროცესი შეუქცევადია - კახა კალაძე

    საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ევროინტეგრაციის გზაზე, ეს პროცესი შეუქცევადია - კახა კალაძე
    6 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს რეფორმების გატარებისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი.

    ევროპული საბჭოს სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტს, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინის,მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ გზაზე რეფორმების ძალისხმევას.„ბოლო დროს აღნიშნული მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. გახსოვთ როგორ დაიწყო ესყველაფერი, საქართველო სტატუსს იმსახურებდა, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო არ მოგვცეს. ამის შემდეგ იყო ე.წ. თორმეტპუნქტიანი გეგმა - ე.წ. გზამკვლევი, შესაბამისად, ყველაფერი იქნა შესრულებული. ეს პროცესი გრძელდება.შეუძლებელია, ევროინტეგრაციის გზაზე რამე გააკეთო და გაჩერდე. საქართველოს მთავრობა ყველაფერს იზამსრეფორმების გატარებისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი“, - განაცხადა კახა კალაძემ